ახალი ამბები
ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის გადასაყენებლად ერთი ხმა დააკლდათ
FaceBook
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე თანამდებობაზე რჩება. 35-იან მანდატიან საკრებულოში  ფარულ კენჭისყრაში მონაწილოება 31-მა დეპუტატმა მიიღო. აქედან 4 ბიულეტენი გაბათილდა, 17-მა წევრმა მაღრაძის წინააღმდეგ, ხოლო 10-მა დეპუტატმა თავმჯდომარის დარჩენას მისცა ხმა.  

"თვითმმართველობის შესახებ კოდექსის" მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის გადასაყენებლად კვორუმის შეკრებაა აუცილებელი. ამ შემთხვევაში მაღრაძის გადასაყენებლად საკრებულოს უმრავლესობას ერთი ხმა დააკლდა.

თუმცა, საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატების განცხადებას თავმჯდომარის გადაყენების შესახებ, რომელიც გასულ კვირას დარეგისტრირდა, 20 დეპუტატი აწერდა ხელს.

ინგა მაღრაძის განმატებით, ხარაგულში მიმდინარე პროცესები პოლიტიკურია და ის 8 ოქტომბრის არჩევნებს უკავშირდება. თავად, საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ "რესპუბლიკელმა" კოლეგამ მათი იმედები არ გაამართლა.






Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.