ახალი ამბები
ქუთაისში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მედიაცენტრი გაიხსნა
FaceBook
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მედიაცენტრი 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაიხსნა.


მისი ჩამოყალიბების მიზანია სამოქალაქო საზოგადოებას დისკუსიებისა და შეხვედრებისთვის თავისუფალი სივრცე მიეცეს.

"მედიაცენტრი მოქალექეებს , ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს , მაჟორიტარობის კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს უსაფრთხო და ნეიტრალურ სივრცეს შესთავაზებს ინფორმაციის გავრცელებისთვის," - აცხადებს ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი, ქეთი ციბაძე.

მისი თქმით, მედიაცენტრში მოეწყობა ბრიფინგები და დებატები, ასევე ჟურნალისტებს არჩევნებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდება.

"არჩევნების დღეს მედიაცენტრში ჩატარდება სადამკვირებლო მისიებისა და ორგანიზაციების ბრიფინგები, ჟურნალისტებისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის და ა.შ" - აცხადებენ მედიაცენრტში.

მედიაცენტრი მიმდინარე წლის ივლისიდან-დეკემბრამდე, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10-19 საათამდე იმუშავებს, უშუალოდ კენჭისყრის დღეს კი საარჩევნო უბნების გახსნამდე ამოქმედდება.

მედიაცენტრები, ასევე, საქართველოს ცხრა ქალაქში (ახალციხე, ბათუმი, გორი,ზუგდიდი, თელავი, მარნეული,ოზურგეთი, რუსთავი, საგარეჯო) არსებულ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში გაიხსნა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ლადო მესხიშვილის
სახელობის დრამატულ თეატრში წვიმის შედეგად სცენაზე წყლის ჩასვლის
შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
13:55 / 01.11.2026
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში წვიმის შედეგად სცენაზე წყლის ჩასვლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო
სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ
სამუშაოებს ასახელებს.
14:19 / 30.10.2026

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.