ახალი ამბები
შემოდგომიდან ე.წ. შავ წერტილებზე ახალი სისტემის სათვალთვალო კამერები დამონტაჟდება
FaceBook
"ახალი კამერები განთავსება ე.წ. შავი წერტილებიდან გამომდინარე, ანუ იქ, სადაც უფრო მეტი ავარიები ხდებოდა".


შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ხელახალი აღწერა განხორციელდა.

შალვა ხუციშვილის თქმით, მათი 30% უხარისხოდ ან საერთოდ არ მუშაობს.

ამის შესახებ მან სააგენტო AMBEBI.GE-სთან საუბარში განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, აღწერის შედეგებიდან გამომდინარე, ახალი კამერების შეძენის პროცედურები უკვე მიმდინარეობს.

"ვცდილობთ შევიძინოთ ყველაზე საუკეთესო ანალიტიკა. რასაც ნიუ-იორკის, ლონდონისა და დუბაის პოლიცია იყენებს დაახლოებით იგივე პროდუქტია ჩამოტანილი ჩვენთან. იქ, სადაც კამერები მოძველებული იყო ან არ მუშაობდა, ან მუშაობდა, მაგრამ მასზე ანალიტიკა არ მონტაჟდებოდა, იქ განთავსდება ახალი კამერები, ე.წ. შავი წერტილებიდან გამომდინარე, ანუ იქ, სადაც უფრო მეტი ავარიები ხდებოდა", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, ახალი კამერების დამონტაჟების შემდეგ, ვიზუალურად შსს-ს თანამშრომლების მიერ გამოსახულების ყურება და დარღვევის ხელით დაფიქსირება საჭირო აღარ იქნება.

შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, შემოდგომიდან ახალი პროგრამის მქონე ვიდეო კამერები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე დამონტაჟდება.

"მინიმალური იქნება იმის შანსი, რომ ვიღაც დაარღვევს მოძრაობის წესებს და ის არ დაჯარიმდება. ამ პროგრამის ერთ-ერთი შესაძლებლობა არის ის, რომ ითვლის ორ კამერას შორის მანძილს და რა მანძილი უნდა დაფაროს მძღოლმა საშუალო სიჩქარით. ანუ თუ ავტომანქანამ კამერასთან შეანელა, შემდეგ მოუმატა სიჩქარეს, მეორე კამერასთან კვლავ დაამუხრუჭა და შეანელა ეს მაინც დაფიქსირდება. რაც შეეხება კამერების დაშორებებს, მანძილი იქნება რაციონალური", - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

ხუციშვილის განმარტებით, ამ მექანიზმმა ლატვიაში გაამართლა, სადაც სისტემის დამონტაჟების შემდეგ, დარღვევებისა და ავტოსაგზაო შემთხვევების 50%-ანი პრევენცია მოხდა.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.