ახალი ამბები
გაზრდილი ტარიფი და ახალი რეგულაციები სამტრედიის სასაფლაოებზე
FaceBook
სამტრედიაში სასაფლაოს მიწებზე ახალი რეგულაციები დაწესდა

მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით, ქალაქის ტერიტორიაზე გაუქმდა ზონებად დაყოფის პრინციპი, რომელიც მიწაზე განსხვავებულ ტარიფებს აწესებდა. ამიერიდან ქალაქ სამტრედიის ყველა სასაფლაოზე სტანდარტული ფასი იმოქმედებს, რომელიც მესამე ზონის ღირებულებას სამჯერ, პირველი ზონის ფასს კი 10 ლარით აღემატება.

თუ აქამდე ერთი კვ.მ მიწის ფასი 10 დან 20 ლარამდე მერყეობდა, ამიერიდან, ქალაქში სასაფლაოს მოსაწყობად მიწის შეძენის ყველა მსურველს 30 ლარის გადახდა მოუწევს.

კიდევ ერთი რეგულაცია სამტრედიის სოფლებს ეხება, სადაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ნუგზარ ჯამბურიას თქმით, ადგილობრივები სასაფლაოებს საგვარეულოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე აწყობდნენ. ზოგ შემთხვევაში კი მისი ვარაუდით, მიწის შეძენა სასაფლაოს ზედამხედველთან ან სოფლის წარმომადგენელთან მოლაპარაკების შედეგად ხდებოდა. სატარიფო რეგულაციები კი სოფლებში ამ დრომდე არ მოქმედებდა.

"გარკვეული გარიგებები იყო ალბათ. რაღაც შიდა რეგულაციები ექნებოდათ. ყველაფერი შესაძლებელია მოლაპარაკებით. სასაფლაოს ზედამხედველი ან ვინმე სოფლის წარმომადგენელი იქნებოდა, ვინც დაარეგულირებდა ამ ყველაფერს",-აცხადებს ნუგზარ ჯამბურია.

მისი თქმით, ახალი წესების მიხედვით, სოფლებსა და დაბებში ერთი კვ.მ მიწა 20 ლარი ეღირება. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე კი სასაფლაოს მოვლა-პატრონობისთვის მესაკუთრე ყოველწლიურად 5 ლარს გადაიხდის, ნაცვლად 3 ლარისა. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს გადასახადი ამ დრომდე მხოლოდ ქალაქს ეხებოდა.

ახალი რეგულაციები სამტრედიაში ააიპი დაწესებულება "სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამწვანებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებამ" შემოიღო, რომელიც რაიონის გამგეობაში რამდენიმე თვის წინ შეიქმნა.
დაწესებულებაში, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის თქმით მთავარი ორიენტირი სასაფლაოს მიწების რეალიზაციისა და მოვლა-პატრონობის სისტემაში მოყვანაა, 32 თანამშრომელი მუშაობს. მისი ბიუჯეტი კი 146 ათას ლარს შეადგენს.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ნაციონალური მოძრაობის
14:51 / 24.04.2024
ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.