ახალი ამბები
USAID–მა საქართველოში ახალი პროექტი "ზრდა" დაიწყო
FaceBook
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) 15 მილიონ დოლარიან პროექტს "ზრდა" განახორციელებს.

"ზრდა" მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას სამიზნე რეგიონებში.

პროექტის ხემძღვანელის მოადგილის, ქეთი ჭუმბურიძის თქმით "ზრდა" ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო საწარმოების და შიდა მეურნეობების შემოსავლების ზრდას ადგილობრივი თემების გაძლიერების მიზნით.

"პროექტი მიზნად ისახავს კონფლიქტით დაზარალებული თემების ინკლუზიურ და მდგრად ეკონომიკურ გაძლიერებას"– ამბობს ქეთი ჭუმბურიძე.

"ზრდა" საქართველოს 5 რეგიონის 70 თემში იმუშავებს.

პროექტის განხორციელების შედეგად სამიზნე თემებში 2 000 სამუშაო ადგილი შექმნის, 1 100 ოჯახის შემოსავლების გაზრდის და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერების მოლოდინები აქვთ.

პროექტის გეოგრაფიული არეალი მცხეთა–მთიანეთის, ქვემო ქართლის, სამეგრელო–ზემო სვანეთის და სამცხე–ჯავახეთის რეგიონებს მოიცავს. ხოლო რაც შეეხება პრიორიტეტული ეკონომიკური განვითარების სამუშაო სექტორს, შერჩეულია ხეხილის ბაღები, კარტოფილის, კენკრის, ბოსტნეულის წარმოება, მეფუტკრეობა, ტურიზმი, მომსახურების სფერო, მათ შორის, ინფორმაციული ტექნოლოგიები.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.