ახალი ამბები
სტუდენტთა საგრანტო ტესტებში გამოვლენილი შეცდომები (ფოტო)
FaceBook
სტუდენტთა საგრანტო გამოცდის ტესტში შეცდომები აღმოაჩინეს.
პედაგოგი ნინო გაბრიჭიძე, რომელიც ამავე დროს ზოგადი უნარების რეპეტიტორია, იმ შეცდომებზე მიუთითებს, რომელიც მისი თქმით, გამოცდების ტესტებს ხშირად ახლავს.

ის აღნიშნავს, რომ გრამატიკული შეცდომები ლოგიკურ გაუმართაობას იწვევს და ადამიანი, ვინც ერკვევა ე.წ ლოგიკის კანონებში ამ დროს იბნევა.

"ის ვინც ხსნის ასეთ ამოცანას, იძულებულია ტესტის შემდგენელის შეცდომას მიხვდეს და ეს, რა თქმა უნდა, ამოხსნის პროცესს ართულებს. მაშინ როცა აბიტურიენტებს მკაცრად თხოვენ სალიტერატურო ენის ნორმების დაცვას, ტესტში ასეთ შეცდომებს არ უნდა ვხვდებოდეთ"– ამბობს მათემატიკის მასწავლებელი, ნინო გაბრიჭიძე.

ამის საილუსტრაციოდ პედაგოგს მაგალითები მოყავს. ის ამბობს, რომ საგრანტო გამოცდის ტესტში #22 ამოცანის (გ) პასუხში "არცერთი დავალება არ იყო ისეთი, რომელზეც ყველა სტუდენტს სწორი პასუხი ჰქონდა გაცემული" არასწორდაა მოყვანილი და მის ნაცვლად უნდა იყოს "არცერთი დავალება იყო ისეთი, რომელზეც ყველა სტუდენტს სწორი პასუხი ჰქონდა გაცემული" - აქ ზედმეტია "არ"– ამბობს ნინო გაბრიჭიძე.



პედაგოგი მეორე ამოცანაში არსებულ შეცდომაზეც მიუთითებს, სადაც პარასკევობის ნაცვლად უნდა იყოს პარასკეობით.



შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში #22 ამოცანაში შეცდომის არსებობას უარყოფენ. სამაგიეროდ, ადასტურებენ #25 –ში ამოცანაში, მაგრამ ამბობენ, რომ მსაგვსი ორთოგრაფიული შეცდომა აბიტურიენტს მაგალითის ამოხსნაში ხელს არ შეუშლის.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად,
11:31 / 02.05.2024
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულს აღნიშნავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.