ახალი ამბები
ქუთაისის მერიის უარი სასტუმრო "თბილისის" მცხოვრებლებს
FaceBook
ადგილობრივები სიჩქარის შემზღუდველის მოწყობას ითხოვენ
ქუთაისში, ასათიანისა და აღმაშენებლის კვეთაზე, სასტუმრო "თბილისის" მცხოვრებლები, სიჩქარის შემზღუდველის მოწყობას ითხოვენ. ადგილობრივებმა შესაბამისი წერილით ქუთაისის მერიას ორი კვირის წინ მიმართეს, თუმცა, მათი თქმით, თვითმმართველობაში განუმარტეს, რომ სახსრების არქონის გამო, ამ ეტაპზე თხოვნას ვერ გაითვალისწინებენ.

მოსახლეობის თქმით, ყოველი დღეს მათთვის საფრთხის შემცველია, რადგან გზის ამ მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევები გახშირებულია.

"გასულ კვირას 6 ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. რამდენიმე კვირის წინ კი ბავშვი გაიტანა მანქანამ. ყველაზე სახიფათო ადგილია ეს გზა და აუცილებელია სიჩქარის შემზღუდველი იყოს",-ამბობს სასტუმრო "თბილისის" მცხოვრები ვეფხია მიქაუტაძე.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ სიჩქარის შემზღუდველებს ჯერჯერობით მხოლოდ სასწავლო დაწესებულებების წინ აკეთებენ. ინდივიდუალურ მიმართვებს კი აღნიშნული საჭიროების ამოწურვის შემდეგ განიხილავენ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2023 წლის პირველი იანვრიდან, გამონაბოლქვზე ავტომობილის შემოწმების
კრიტერიუმი მკაცრდება.
12:43 / 10.12.2022
2023 წლის პირველი იანვრიდან, გამონაბოლქვზე ავტომობილის შემოწმების კრიტერიუმი მკაცრდება.
10 დეკემბერს ქუთაისში სპორტულ-კულტურული ფესტივალი
12:08 / 09.12.2022
10 დეკემბერს ქუთაისში სპორტულ-კულტურული ფესტივალი "ამერიკული დღეები 2022" გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.