ახალი ამბები
ქუთაისის მერიასთან თავშესაფრის გარეშე დარჩენილებმა აქცია გამართეს
FaceBook
ქუთაისის მერიის შენობასთან თავშესაფრის გარეშე დარჩენილმა მოქალაქეებმა საპროტეტსტო აქცია გამართეს. ისინი სოციალურ საცხოვრებელში ბინების გადაცემის კომისიაში "ახალი პოლიტიკური ცენტრის" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თემურ ცამციშვილის ჩართვას ითხოვდნენ.

აქციაზე იმყოფებოდა თემურ ცამციშვილი. მისი თქმით, სოციალურ საცხოვრისში ბინების გადაცემის კომისიის წევრობაზე უარი ეთქვა.

"მე წერილითაც მივმართე მერიას, თუმცა ალბათ მათგან მივიღებ ოფიციალურ უარს. მიზეზად კი ასახელებენ, რომ მე ვარ პოლიტიკური სუბიექტი. მე უბრალოდ მსურს დავაკვირდე პროცეს, რომ ის ჩატარდეს გამჭვირვალედ" - განაცხადა თემურ ცამციშვილმა.

აქცისს მონაწილეებს შეხვდა ქუთაისის მერი შოთა მურღულია. მისი თმით კომისიის წევრებს მერია განსაზღვრავს.

"ადამიანი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო და ხელისუფლებაში იმყოფებოდა 9 წელი ერთი კვადრატი არ აუშენებია. ის ახლა მოგვიწოდებს ამ პრობლემის მოგვარებისთვის. კომისიის სხდომებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია" - განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.

სოციალური საცხოვრისი ქუთაისში ნიკეა ქუჩაზე მოეწყობა. მის ასაშენებლად მილიონი ლარია გამოყოფილი და ის 2017 წლის იანვრის ბოლოს უნდა ჩაბარდეს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
16:59 / 13.03.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის
მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და
პროკურატურას მიმართავენ.
16:25 / 13.03.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.