ახალი ამბები
ბურჭულაძის პარტიას ქუთაისში ამირან ხვადაგიანი უხელმძღვანელებს
FaceBook

პაატა ბურჭულაძის პარტიას ქუთაისში ყოფილი "ნაციონალი" უხელმძღვანელებს.


პოლიტიკური მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ დღეს ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელად, ყოფილი "ნაციონალი" ამირან ხვადაგიანი დაასახელა.

როგორც ბურჭულაძე აცხადებს ხვადაგიანი ღირსეული კანდიდატია.

"მე ვარ ბედნიერი რომ გვყავს ასეთი ხელმძღვანელი ქუთაისში, როგორიცაა ამირან ხვადაგიანი. ის არის პროფესორი, აკადემიკოსი და კარგი ადამიანი. ჩვენ ვაგრძელებთ იმის მტკიცებას, რომ პოლიტიკა არ არის ბინძური საქმე, "- განმარტა პაატა ბურჭულაძემ. 

პაატა ბურჭულაძემ, ასევე, განაცხადა რომ მათი გუნდი პარლამენტის ქუთაისში დარჩენას მხარს დაუჭერს.

ბურჭულაძის პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ახალი  ხელმძღვანელის, ამირან ხვადაგიანის განცხადებით, ქუთაისისთვის ისეთი მაჟორიტარები შეირჩევა, რომლებსაც მოსახლეობა იცნობს.

"გვეყოლება ღირსეული მაჟორიტარები, დარწმუნებული ვარ ჩვენი გუნდი დიდ ნდობას მოიპოვებს," - აცხადებს ხვადაგიანი.

ამირან ხვადაგიანი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე 7 წელი გახლდათ, ხოლო თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, 2012 წლიდან ის ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორის პოზიციას იკავებდა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.