ახალი ამბები
თეა წულუკიანმა ქუთაისში ცენტრალური არქივის მშენებლობა დაათვალიერა
FaceBook
"არქივის შენობას დიდი მნიშვნელობა ექნება რეგიონისათვის"
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ქუთაისში ცენტრალური არქივის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

მინისტრის განცხადებით, შენობა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოეწყობა და მას უდიდესი მიშვნელობა ექნება რეგიონისთვის. 

"არქივის შენობას დიდი მნიშვნელობა ექნება რეგიონისათვის, რადგან აქ იმერეთის, რაჭა - ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის დოკუმენტების ფონდი იქნება შექმნილი," - განმარტა თეა წულუკიანმა.

ცენტრალური არქივის მშენებლობა წულუკიანთან ერთდ ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიინაძემ დაათვალიერეს.

ქუთაისში ცენტრალური არქივის შენობა იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით შენდება.

მშენებლობის პროცესი 2015 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს.

არქივის მშენებლობა მომავალი წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს. 

არქივის შენობის საერთო ფართი 4030 კვ. მეტრი იქნება, დოკუმენტების საცავებს კი – 2805 კვ. მეტრი დაეთმობა. შენობა კონდიცირების, ვენტილაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით იქნება აღჭურვილი.

ქუთაისის ცენტრალურ არქივში იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის წერილობითი დოკუმენტების ფონდების ერთ მილიონამდე საქმე განთავსდება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იქნება დაცული.

სამშენებლო სამუშაოებს 4 მილიონ ლარად კომპანია შპს "საბა კონსტრაქშენი" ასრულებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 5 000 მაყურებელზე გათვლილი, თანამედროვე მრავალფუნქციური
სპორტის სასახლე აშენდება, რომლის პროექტირებისთვისაც მგფ-ი ბაზრის კვლევას აცხადებს.
10:02 / 21.08.2025
ქუთაისში, 5 000 მაყურებელზე გათვლილი, თანამედროვე მრავალფუნქციური სპორტის სასახლე აშენდება, რომლის პროექტირებისთვისაც მგფ-ი ბაზრის კვლევას აცხადებს.
ქუთაისის აეროპორტში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული
ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს.
09:55 / 21.08.2025
ქუთაისის აეროპორტში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.