ახალი ამბები
ტყიბულის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა
FaceBook
სტიქიის შედეგად ტყიბულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა.

ძლიერი წვიმის შედეგად, დაზიანდა სოფელ ნაბოსლევის მეწყერსაშიშ ზონაში მდებარე გამეზარდაშვილების სახლი, რომელიც გამგეობის ინფორმაციით აღდგენას აღარ ექვემდებარება.

წვიმასთან ერთად, ძლიერმა ქარმა, სოფლების კურსების, ორპირსა და ჩოჩხეთში მცხოვრები 7 ოჯახის სახლის სახურავი გადახადა.

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ქალაქი ტყიბულის ცენტრალურ ნაწილშიც. დატბორილია გამსახურდიას, ჯავახიშვილისა და ტყვარჩელის ქუჩები. ასევე, წყლით გაივსო საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებიც.

წვიმამ ქალაქის ცენტრში ქვა-ღორღი ჩამოიტანა.

"სტიქიის შემსწვალელი კომისია უკვე მუშაობს და გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულია", - აცახდებს მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესცენტრის წარმომადგენელი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
10:52 / 25.08.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მეწყერულ ზონაში, სოფელ ღვერკსა და
ხემაღალში, კერძოდ, მდინარე ყარნებას ხეობაში, სწრაფი რეაგირების
შტაბი მუშაობს.
09:21 / 25.08.2025
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მეწყერულ ზონაში, სოფელ ღვერკსა და ხემაღალში, კერძოდ, მდინარე ყარნებას ხეობაში, სწრაფი რეაგირების შტაბი მუშაობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.