ახალი ამბები
ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი შესაძლოა შპს ორგანიზაციად გადაკეთდეს
FaceBook
ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი მომავალი წლიდან შესაძლოა შპს ორგანიზაციად გადაკეთდეს.

მანამდე კი, ცენტრი ლუდსახარში "მირზაანის" ყოფილ შენობაში გადავა, რომელიც მერიამ გასულ წელს შეიძინა. არსებული ინფორმაციით, იქ ღვინის მარნის ამოქმედებაც იგეგმება, სადაც ვიზიტორებს ღვინის დეგუსტაციას შესთავაზებენ.

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ამ დროისთვის ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ტურიზმის განყოფილების დაქვემდებარებაშია და თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული.

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ქუთაისიპოსტი ინფორმაციის მისაღებად მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსთან, პაატა კლდიაშვილთან დაკავშირებას შეეცადა.

თუმცა, მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა თეონა ჭეიშვილმა განგვიცხადა, რომ კლდიაშვილთან ამ თემაზე საუბარს აზრი არ აქვს, რადგან როგორც მას სამსახურის უფროსმა განუმარტა, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შპს ორგანიზაციად დაფუძნება სიმართლეს არ შეესამება.

პრესსამსახურის ცნობითვე, პაატა კლდიაშვილი არც ღვინის მარნის ამოქმედებას ადასტურებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მეშვიდე კლასიდან მოსწავლეები ქიმიის საგანსაც შეისწავლიან — ასეთი
ცვლილება იგეგმება 2026–2027 სასწავლო წლის საგნობრივ გეგმაში.
15:45 / 06.07.2026

მეშვიდე კლასიდან მოსწავლეები ქიმიის საგანსაც შეისწავლიან — ასეთი ცვლილება იგეგმება 2026–2027 სასწავლო წლის საგნობრივ გეგმაში.

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხატვრო სკოლის
ამორტიზებულ შენობაში ამ დრომდე 10 უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს.
09:20 / 05.07.2026
ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხატვრო სკოლის ამორტიზებულ შენობაში ამ დრომდე 10 უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.