ახალი ამბები
აბიტურიენტები გამოცდას ზოგად უნარებში აბარებენ
FaceBook
ზოგადი უნარების გამოცდა, 4 სესიად მიმდინარე წლის 4-5 ივლისს იმართება.


გამოცდის ჩასაბარებლად აბიტურიენტების სამი საათი და 10 წუთი აქვთ განსაზღვრული.

ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარე წელს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, სადაც პირველ სესიაზე 400 აბიტურიენტი არ გამოცხადდა.

"შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის" ინფორმაციით, პირველ სესიაზე 9 300-ზე მეტი აბიტურიენტი უნდა მისულიყო, თუმცა, გამოცდაზე დასწრება მხოლოდ 8 900-მა მათგანმა შეძლო.

ამასთანავე, თავის საგამოცდო ცენტრს დრულად 5-მა აბიტურიენტმა ვერ მიაგნო, რის გამოც ისინი გამოცდაზე არ დაიშვნენ.

დარჩენილ საგნებში, ეროვნული გამოცდების განრიგი ასეთია: 6-7 ივლისი, პირველი და მეორე სესია - ინგლისური ენა. 6 ივლისი
პირველი სესია - რუსული ენა. 6 ივლისი, მეორე სესია - ფრანგული ენა.

7 ივლისი, მეორე სესია - რუსული ენა. 7 ივლისი, პირველი სესია - გერმანული ენა. 12 ივლისი, მეორე სესია - სამოქალაქო განათლება. 14 ივლისი,
პირველი სესია - მათემატიკა. 15 ივლისი, პირველი და მეორე სესია - გეოგრაფია. 18 ივლისი, პირველი და მეორე სესია - ისტორია. 19 ივლისი, პირველი სესია - ლიტერატურა. 20 ივლისი, პირველი სესია - ბიოლოგია. 21 ივლისი, პირველი სესია - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება. 21 ივლისი, პირველი სესია - ქიმია. 22 ივლისი, პირველი სესია - ფიზიკა.

საგამოცდო ცენტრი ქუთაისის სამ #1; #17-ე და #41-ე საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს.

სასწავლებლებთან საპატრულო, სახანძრო – სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებია მობილიზებული.

მიმდინარე წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 500-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

გამოცდები 2016 წლის 22 ივლისს დასრულდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სასწავლო წლის ზამთრის
არდადეგები 26 დეკემბერს დაიწყება.
15:43 / 10.12.2025
ქუთაისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 26 დეკემბერს დაიწყება.
2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია - ავტოკრატიულმა
სამართალშემოქმედებამ, თავისუფლების არათანაზომიერმა შეზღუდვამ
განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების
თავისუფლებაზე,
13:48 / 10.12.2025
2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია - ავტოკრატიულმა სამართალშემოქმედებამ, თავისუფლების არათანაზომიერმა შეზღუდვამ განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე,

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.