ახალი ამბები
სიახლე: Kutaisipost.ge – დღეიდან „ქუთაისიპოსტი“ ახალ ვებ-მისამართზე გადადის
FaceBook
დღეიდან, საინფრმაციო პორტალი "ქუთაისიპოსტი" ახალ ვებ-მისამართზე გადადის. საინფორმაციო პორტალის ყველა სიახლე ამიერიდან www.kutaisipost.ge-ზე განთავსდება.
ახალი ამბები ქუთაისიდან და იმერეთის რეგიონიდან, ფოტო-ვიდეო რეპორტაჟები საინტერესო და აქტუალურ თემებზე, ინტერვიუ, ბლოგები და ბევრი სხვა, მრავალფეროვანი რუბრიკები შეგიძლიათ იხილოთ kutaisipost.ge-ზე.
საინფორმაციო პორტალი "ქუთაისიპოსტი" არის დამოუკიდებელი, საინფორმაციო-ანალიტიკური, მულტიმედია ინტერნეტ გამოცემა, რომელიც აშუქებს ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.
"ქუთაისიპოსტი" დაფუძნებულია ააიპ ორგანიზაცია "თავისუფალ ჟურნალისტთა ცენტრი"-ს მიერ.
"ქუთაისიპოსტი" 5 თვეა რაც გამოჩნდა მედია სივრცეში. თუმცა, ჩვენს გუნდს აქვს მედიაში მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება. ეს არის გაზეთ "ახალი გაზეთისა" და საინფორმაცი სააგენტო "ნიუპრესიდან" წამოსული თანამშრომლებით (აღნიშნული მედიასაშუალება დატოვა ყველა თანამშრომელმა) დაკომპლექტებული გუნდი. "ნიუპრესიდან" წამოსვლის შემდეგ (გასული წლის სექტემბრის ბოლო), გუნდი არ დაიშალა და დამოუკიდებელი მედიაპლატფორმის შექნისთვის მოძებნა გზა, პირველ ეპატზე ბლოგი გაეკეთებინა. დაიწყო მუშაობა მოხალისეობრივ საწყისებზე.
გასული წლის 15 ოქტომბრიდან დავიწყეთ ფუნქციონირება "ქუთაისიპოსტ"-ის სახელით, აირექსის ახალი მედიის პროგრამაში მიღებული ცოდნით, შევძელით მხოლოდ ვორდპრესის ძრავზე მოქმედი ბლოგის შექმნა (kutaisipost.wordpress.com).
დღეიდან კი ჩვენს გუნდს უკვე აქვს შესაძლებლობა ახალ ვებ-მისამართზე გააგრძელოს ფუნქციონირება.
დღეიდან, გვადევნეთ თვალი www.kutaisipost.ge - ზე. აქ გათავსდება ინფორმაცია, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ. (საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში)

ასევე, გვადევნეთ თვალი სოციალურ ქსელში, მოიწონეთ ჩვენი facebook გვერდი -  Kutaisipost და გაეცანით ყველა სიახლეს ოპერატიულად.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ჭიათურაში მაღაროელები უკვე მე-200 დღეა, ქუჩაში არიან გამოსული და
სამართლიანი და ღირსეული სამუშაო გარემოსთვის იბრძვიან.
12:54 / 15.09.2025
ჭიათურაში მაღაროელები უკვე მე-200 დღეა, ქუჩაში არიან გამოსული და სამართლიანი და ღირსეული სამუშაო გარემოსთვის იბრძვიან.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების
შესაბამისად, 1-ელი ოქტომბრიდან CE, DE კატეგორიების და C1E, D1E
ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები
გამოცდების პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.
12:47 / 15.09.2025
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 1-ელი ოქტომბრიდან CE, DE კატეგორიების და C1E, D1E ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდების პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.