ახალი ამბები
ქარიშხალი ცაგერში - სამი სოფელი დახმარებას ითხოვს
FaceBook
მოგლეჯილია ასწლოვანი ნიგვზის ხეები და მწყობიდანაა გამოსული ელექტრო გადამცემი ბოძები.



ძლიერი ქარის შედეგად, ცაგერის მუნიუციპალიტეტის სამი სოფელია დაზარალებული.

ქარიშხალმა სოფელ თაბორში, ლაილაშსა და ჭიანიერში გუშინ ღამით სახლის სახურავები დააზიანა, ასევე მოგლეჯილია ასწლოვანი ნიგვზის ხეები და მწყობიდანაა გამოსული ელექტრო გადამცემი ბოძები.

ადგილობრივები ხელისუფლებისგან დროულ დახმარებას ითხოვენ.

"მიწასთან გაასწორა ქარმა ყველაფერი, ასეთი სტიქია ცაგერს ჯერ არ ახსოვს, აღაც ნიგვის ხეები გვაქვს და აღარც ელექტროენერგია, " - ამბობენ დაზარალებულები.

ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელის რევაზ ბენიძის თქმით, სტიქიამ სოფლებს დიდი ზარალი მოუტანა.

"საბედნიეროდ არ არის მსხვერპლი. მიმდინარეობს ზარალის დათვლა, რის შემდეგაც გაგეობა მოსახლეობას ყველანაირად დაეხმარება," - ამბობს ბენიძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.

მისივე თქმით, სოფლებში უახლოეს დროში დაიწყება ელექტროგადამცემი ბოძების რეაბილიტაცია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქალაქო ტრანსპორტით გადასაადგილებლად მგზავრებსა და მძღოლებს მხოლოდ
პირბადის ტარება ევალებათ.
15:50 / 27.05.2020
საქალაქო ტრანსპორტით გადასაადგილებლად მგზავრებსა და მძღოლებს მხოლოდ პირბადის ტარება ევალებათ.
საქართველოს პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას
მოუსმენენ.
10:15 / 27.05.2020
საქართველოს პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოუსმენენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.