ახალი ამბები
ქუთაისში გზების რეაბილიტაციისთვის 151 000 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა
FaceBook
ქუთაისის მერიამ ქუჩებისა და ტროტუარების ორმოული შეკეთებისთვის ელექტრონული ტენდერი  გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია  ქუჩების სავალი ნაწილის და ტროტუარების "ორმოული" შეკეთების სამუშაოები  2016 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით განახორციელოს.

გზისა და ტროტუარებზე ორმოული შეკეთების სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით განხორციელდება.

ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველებს წინადადებების გაგზავნა 21 ივლისამდე შეუძლიათ.

გამარჯვებული კომპანია ვალდებულია სამუშაოები 160 დღეში განახორციელოს.

Print