ახალი ამბები
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დეპუტატს: "ყელში ამოვიდა თქვენი უზნეობა"
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნიკოლოზ ლატარია საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატისგან, "რესპუბლიკელ" ნატო ქათამაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
ლატარიამ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ ნატო ქათამაძემ ბოდიში საკრებულოს უმრავლესობას მისი ბოლოდროინდელი განცხადებების გამო უნდა მოუხადოს.

"თქვენი დასაკომპლექტებელი არავინ არ არის. თქვენი შეფასება არავის სჭირდება. ჯობია ბოდიში მოიხადოთ, უმრავლესობას რომ ლანძღავთ. ყელში ამოვიდა თქვენი უზნეობა",- განაცხადა ლატარიამ.

"აზრეზე არ ვარ რისთვის უნდა მოვუხადო ბოდიში ლატარიას. პირიქით, თვითონ აქვს მოსახდელი წლების წინ ნაციონალებს რომ აფინანებდა", - ასე უპასუხა დეპუტატმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს.

დეპუტატებს შორის დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის დამტკიცებას მოყვა.

სამუშაო ჯგუფს უნდობლობას უცხადებს "რესპუბლიკელი" ნატო ქათამაძე. საკრებულოს დეპუტატი მიიჩნევს, რომ მისი მუშაობა არაეფექტური იქნება.

დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც 2006-2015 წლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გასხვისებული ქონების კანონიერება უნდა შეისწავლოს, ქუთაისის საკრებულოში მიმდინარე წლის 27 აპრილს შეიქმნა.

ჯგუფის შექმნის ინიციატორი "რესპუბლიკელი" დეპუტატი ნატო ქათამაძეა, რომელიც საბოლოოდ ხელმძღვანელად არ აირჩიეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი
დააკავეს.
15:19 / 28.06.2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
13:19 / 26.06.2026
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძე განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე მოსახლეობის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.