ახალი ამბები
ქუთაისში ნიკეას დასახლებას წყალი ცისტერნებით მიეწოდება
FaceBook
სასმელი წყლის მიწოდება ნიკეას ქუჩის რამდენიმე კორპუსს და ორ ბაგა-ბაღს შეუწყდა.


ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მოსახლეობას სასმელი წყალი ცისტერნებით მიუტანეს. ნიკეას ადმინისტრაციულ ერთეულში ამბობენ, რომ პრობლემა წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.

"ნიკეას ქუჩის უმეტეს ნაწილს უკვე აღუდგა წყლის მიწოდება. სამუშაოები ამ წუთისათვისაც მიმდინარეობს, რათა მოხდეს დანარჩენი ნაწილისათვის სასმელი წყლის შეუფერხებლად მიწოდება", - აცხადებენ ნიკეას ადმინისტრაციულ ერთეულში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, წყლის მიწოდება ნიკეას ქუჩის რამდენიმე კორპუსსა და ორ ბაგა-ბაღს (#18, # 31) შეუწყდა.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, წყლის მიწოდება წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტის გამო არ ხდება.

"კომპანიის მხრიდან აბონენტების ახალ ქსელზე გადართვა მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულებისთანავე მიმდინარე წლის 23 ივნისის საღამოს საათებში ან 24 ივნისის დილიდან წყლის მიწოდება აღდგება," – განმარტეს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" პრესსამსახურში.

ნიკეას უბნის მოსახლეობის განცხადებით, ისინი კორპუსების ეზოებში არსებული არტეზიული ჭებით მორიგეობით სარგებლობენ. თუმცა, მათივე განმარტებით, წყალი სასმელად უვარგისია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოში სულ 3,617 სოფელია, აქედან 3,417 დასახლებულია, ხოლო
200 — დაუსახლებელი (ანუ სოფელი, სადაც მუდმივი მოსახლეობა არ
ფიქსირდება)  ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მოსახლეობისა და
სასოფლო-სამეურნეო აღწერის (2024) დაზუსტებულ მონაცემებში.
16:29 / 22.06.2026

საქართველოში სულ 3,617 სოფელია, აქედან 3,417 დასახლებულია, ხოლო 200 — დაუსახლებელი (ანუ სოფელი, სადაც მუდმივი მოსახლეობა არ ფიქსირდება)  ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის (2024) დაზუსტებულ მონაცემებში.

საქართველოს 2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, კლების
ტენდენცია გამოვლინდა. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით, ყველაზე
კლებად მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ მაღალმთიანი აჭარა, ასევე
ცაგერის, წყალტუბოს, ტყიბულისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები.
13:00 / 22.06.2026

საქართველოს 2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, კლების ტენდენცია გამოვლინდა. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით, ყველაზე კლებად მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ მაღალმთიანი აჭარა, ასევე ცაგერის, წყალტუბოს, ტყიბულისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.