ახალი ამბები
ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე ბრაზილიური ცეკვების შოუ გაიმართება
FaceBook
საერთაშორისო ოლიმპიური დღე ქუთაისში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.

მიმდინარე წლის 23 ივნისს 10 საათზე მოსწავლე–ახალგაზრდობის პარკში ოლიმპიურ გარბენის მონაწილეებს იმერეთის გუბერნატორი და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი შეხვდებიან. ისინი გამარჯვებულებს დააჯილდოებენ.

კინო "საქართველოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გამოფენა 11 საათზე დაიწყება.

ღონისძიებები ცენტრალურ მოედანზე სიმბოლური ოლიმპიური ცეცხლის დანთებით და ბრაზილიური ცეკვების წარმოდგენით დასრულდება, რომელიც პროექტის "ვგულშემატკივრობ საქართველოს" ფარგლებში გაიმართება.

23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა. იგი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით, 1948 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.

მიმდინარე წელს ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში 5–21 აგვისტოს ჩატარდება.

ქუთაისიდან რიოს ოლიმპიადის ლიცენზია მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ და ძალოსანმა, რაულ ცირეკიძემ მოიპოვეს, წყალტუბოდან კი მასში მონაწილეობას ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, იაკობ ქაჯაია მიიღებს.



Print