ახალი ამბები
დავით ჯანდიერი – საზოგადოების აზრი მოსამართლეთა შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს
FaceBook
სასამართლო სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივებზე ქუთაისში იმსჯელეს.

შეხვედრა მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ადგილობრივ ორგანიზაციაში გაიმართა.

კამპანიის "თავისუფალი სასამართლო ხალხს" ფარგლებში მედიის წარმომადგენლებს პაატა ბურჭულაძის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში, დავით ჯანდიერი ესაუბრა.

მისი განმარტებით, მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" საინიციატივო ჯგუფმა საქართველოს პარლამენტს სასამართლო სისტემის რეფორმის
განსახორციელებლად შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივებით, მიმართა.

"ხელისუფლებამ დღემდე ვერ მოახერხა საზოგადოებისთვის ისეთი საკანონმდებლო ინიციატივების შეთავაზება, რომელიც რიგითი მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხს გაზრდიდა, რომ მოქალაქეებს დაცულ და სამართლიან გარემოში ეცხოვრათ. სასამართლოს დამოუკიდებლობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი და კანონის წინაშე რიგითი მოსამართლე თავს დაცულად უნდა გრძნობდეს," – აღნიშნა დავით ჯანდიერმა.

საინიციატივო ჯგუფის მთავარი მოთხოვნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დათხოვნა და მისი ახალი შემადგენლობის არჩევაა.

"ასევე, უნდა შეიცვალოს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და პროცედურა. საზოგადოების აზრი მოსამართლეთა შერჩევის ან დანიშვნის დროს უნდა იყოს გათვალისწინებული," – ამბობს პაატა ბურჭულაძის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში.

დავით ჯანდიერის განმარტებით, პრეზიდენტი, სახალხო დამცველისა და ადვოკატთა ასოციაციის მონაწილეობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს.

"აგრეთვე,ცვლილებებს მოითხოვს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ კანონი და ამ მიმართულებითაც გვაქვს კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივები," – აღნიშნა ჯანდიერმა.

მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის", ამ კამპანიის ფარგლებში, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად,
11:31 / 02.05.2024
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულს აღნიშნავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.