ახალი ამბები
"დევნილებს ჩვენი წვლილი შეგვაქვს სახელმწიფოს შენებაში" - პრეზენტაცია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში "თიბისი" გალერეაში დევნილთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის პრეზენტაცია მოეწყო.

ღონისძიება დევნილთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

დარბაზში შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, თავიანთი საქმიანობის ამსახველი ფოტო და ბეჭდური მასალები, ხელნაკეთი ნივთები, მათთვის განკუთვნილ კუთხეებში წარმოადგინეს.

"დევნილთა საერთაშორისო დღეს გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას აფხაზეთის პრობლემის შესახებ და ვანახოთ, რომ ჩვენც, დევნილები ქვეყნისა და ამ ქალაქის ღირსეული მოქალაქეები ვართ და ჩვენი წვლილი შეგვაქვს სახელმწიფოს შენებაში", - აღნიშნა ღონისძიების ორგანიზატორმა, გაერთიანება "გოგონები და ქალები დემოკრატიის განვითარებისთვის" ხელმძღვანელმა, ლარისა შენგელიამ.

დევნილთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზიაციებმა მათი საქმიანობის შესახებაც ისაუბრეს.

"ჩვენი მიზანია დევნილთა საარსებო წყაროების მოძიება და გადაცემა ლიდერებისთვის, რომლებიც ინფორმაციას მათ თემშივე გაავრცელებენ. ინფორმაციას ვაწვდით ეკონომიკურ პროგრამებსა და პროექტებზე", - აღნიშნა ერთ-ერთი NGO ორგანიზაციის წარმომადგენელმა, გიორგი ფოფხაძემ.

არასამთავრობო სექტორთან ერთად პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ აფხაზეთის მე-5 და მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეები, ასევე "SOS ბავშვთა სოფლისა" და წყალტუბოს პირველი საჯარო სკოლის წარმომადგენლები.

ღონისძიების ორგანიზატორი კულტურულ-ჰუმანიტარულ ფონდ "სოხუმთან" არსებული გაერთიანება "გოგონები და ქალები დემოკრატიის განვითარებისთვის" გახლავთ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.