ახალი ამბები
"ვირტუალური სათვალით" დანახული წყალტუბო
FaceBook
2 წუთიანი ვიდეორგოლის გადაღება შემოდგომაზე დასრულდება.



წყალტუბოზე ვიდეორგოლს გადაიღებენ. საიმიჯო კლიპში საკურორტო ქალაქის ტურისტული პოტენციალი იქნება ასახული.

ვიდეორგოლში ცივი ტბა, სათაფლიის ნაკრძალი, პრომეთეს მღვიმე და სხვა კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის ადგილები წარმოჩინდება.

იგი თანამედროვე ტექნოლოგიით დამზადდება, რომელსაც დაინტერესებული ადამიანები ე.წ. ვირტუალური სათვალის საშუალებით ნახავენ.

პროექტს "წყალტუბოს განვითარების ფონდი" ახორციელებს. ვიდეორგოლისთვის 25 000 ლარიანი საგრანტო კონკურსი კი კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა.

"პროექტის მიხედვით 5 ან 6 სათვალე დამზადდება, რომელშიც ჩამონტაჟებული იქნება პლანშეტის მოწყობილობა, რაც მსურველს საშუალებას მისცემს დასწრების ეფექტით ნახოს წყალტუბოს კულტურული ღირსშესანიშნაობები", - განმარტავს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მამუკა ჩხეტიანი.

მისივე თქმით, 2 წუთიანი ვიდეორგოლის გადაღება და თანამედროვე ფორმატში გადატანა შემოდგომაზე უნდა დასრულდეს.

"ვირტუალური სათვალის" ფორმატში მომზადებული ვიდეორგოლი ტურისტებისთვის თვალსაჩინო ადგილებზე - აეროპორტებში და სხვა ობიექტებზე განთავსდება.

ასევე, დაგეგმილია სკოლის მოსწავლეებისთვის მისი ჩვენება.

ვიდეორგოლის გადაღება წყალტუბოს ცენტრში 2016 წლის 22 ივნისს დაიწყება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.