ახალი ამბები
წყალტუბოში 9 000 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
FaceBook
ელექტროენერგიის მიწოდება სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეიზღუდება.

მიმიდნარე წლის 21 ივნისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და მასში შემავალ 12 სოფელში, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დენის მიწოდება შეწყდება.

ელექტროენერგია ქალაქ წყალტუბოს, თერნალის, გვიშტიბის, პირველი წყალტუბოს, გუბისწყალის, გუმბრას, გუმბრინის, ჩუნეშის, ქვილიშორის, ცხუნკურის, ყუმისთავისა და ხომულის 9 000 აბონენტს გაეთიშება.  

"მაღალი ძაბვის ქვესადგურში "წყალტუბო-110" დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც გაუმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობა," - ამბობენ კომპანია "ენერგოპრო ჯორჯიაში."

მათივე ინფორმაციით, მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება 21 ივნისს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდება.

დენის მიწოდება აბონენტებს სამუშაოების დასრულებისთანავე ჩვეულ რეჟიმში აღუდგებათ.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში ავტობუსის გაჩერებების ნაწილი  დაზიანებულია.
10:53 / 11.05.2026
ქუთაისში ავტობუსის გაჩერებების ნაწილი  დაზიანებულია.
დღეს სამების საკათედრო ტაძარი-ში საქართველოს მართლმადიდებელი
ეკლესია-ის გაფართოებული კრება გაიმართება, სადაც საქართველოს 142-ე
კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ.
10:41 / 11.05.2026
დღეს სამების საკათედრო ტაძარი-ში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია-ის გაფართოებული კრება გაიმართება, სადაც საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.