ახალი ამბები
მოქალაქეებს facebook - კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდებენ
FaceBook
აქციაში ჩართვის მსურველები ვებ-გვერდს cheminabiji.com უნდა ეწვიონ.

საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით ახალი კამპანია დღეს დაიწყო.

"ჩემი ნაბიჯი" საქართველოს შს სამინისტროს ინიციატივით დაწყებული აქციის "შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის" ფარგლებში გრძელდება.

კამპანიის მომდევნო ნაბიჯი სოცილურ ქსელ facebook - ში საგზაო უსაფრთხოების დაცვის შესახებ გზავნილების გაზიარებას გულისხმობს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, აქციის მიზანი საქართველოში საგზაო მოძრაობის წესების დაცვის გაუმჯობესებაა.

"ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავგათ ეს პატარა, სწორი ნაბიჯები. დავიწყოთ თუნდაც ძალიან მარტივით: გზის დათმობით, ღვედის შეკვრით, ზებრა გადასასვლელზე გადასვლით და ასე ნაბიჯ–ნაბიჯ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს," - ამბობენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

უწყებაში მოქალაქეებს აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებს.

"თუ შენ მზად ხარ ამ ნაბიჯის გადასადგმელად, გააგებინე ეს ყველას შენ გარშემო. გამოაქვეყნე ფოტო facebook  -ზე და გადადგი პირველი ნაბიჯი, შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის. დააჭირეთ ღილაკს "ავტორიზაცია ფაცებოოკ - ით და მოარგეთ თქვენ პროფილის ფოტოს სპეციალურად შექმნილი დიზაინი," - ნათქვამია შს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.





აქციაში ჩართვის  მსურველები ამ მისამართს უნდა ეწვიონ: cheminabiji.com
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის
11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე
სამ პირს ბრალი წაუყენა.
14:25 / 09.08.2026

საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.

წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „თბილისის“ შენობის რეკონსტრუქცია
2022 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულება თავდაპირველად სამ წელში იყო დაგეგმილი.
12:22 / 09.08.2026

წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „თბილისის“ შენობის რეკონსტრუქცია 2022 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულება თავდაპირველად სამ წელში იყო დაგეგმილი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.