ახალი ამბები
ვიდეოარტის "აქტუალური გზავნილი" ქუთაისში
FaceBook
გამოფენა მიზნად ვიდეოისნტალაციის პოპულარიზებას ისახავს.

ხელოვნება "თხრობის გარეშე", საგზაო ნიშნების "ფარული ენერგია" და "ზეწარი", როგორც ინსპირაციის წყარო.

მარავალფეროვანი გზავნილებით ფოტოებისა და ვიდეოინსტალაციების ნაზავი, თანამედროვე მხატვრებმა დამთვალიერებლებს ქუთაისში შესთავაზეს.

პროექტი "აქტუალური გზავნილი" დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში შედგა.

თანამედროვე კონცეპტუალური ხელოვნების ფორმატში შექმნილ ვიდეო ნამუშევრებში ავტორებმა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული იდეები ჩადეს.

"აქ ჩემი ნამუშევრების ნაწილია წარმოდგენილი. ერთ-ერთ ინსტალაციაში, რომელიც ჩამოვიტანე, წყვილის ურთიერთობაა ასახული და ის მხოლოდ მათი ხელებითაა გამოხატული. ვიდეო ინსტალაცია არის საკმაოდ ცნობილი მეთოდი, რომელსაც სხვადასხვა ფორმით იყენებენ ნამუშევრების წარმოსადგენად",-ამბობს მხატვარი, როკო ირემაშვილი.

ზეწარი გახდა ინსპირაციის წაყრო სოფო ჩერქეზიშვილისთვის, რომელმაც გამოფენაზე სამი ნამუშევარი წარმოადგინა.

"რატომ არის შავი ზღვა მარილიანი? ეს იყო დიდი პროექტი, რომლის ნაწილიც არის დღევანდელი გამოფენა. დავიწყე ზეწრის იდეით, რომელიც იყო წყალში და შემდეგ წარმოვიდგინე როგორი იქნებოდა ის სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა გარემოში და შევქმენი რამდენიმე ფოტო ამ ერთი იდეიდან", - ამბობს მხატვარი, სოფიო ჩერქეზიშვილი.

პროექტში "აქტუალური გზავნილი", რომელიც ვიდეოარტის, როგორც ახალი მედიუმის პოპულარიზებას ისახავს მიზნად, ცნობილ მხატვრებთან ერთად თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულებიც იღებდნენ მონაწილეობას.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:42 / 17.08.2025
"ვიდრე ბიჭები არ გამოვლენ ციხიდან, ეს კარავი აქ იქნება, პროტესტის მუხტი აქ იქნება", -
აცხადებს მაღაროელი, ჭიათურის პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე ტარიელ მიქაცაძე "მაუწყებელთან" ინტერვიუში.
15:10 / 16.08.2025
"თქვენ მარტო არ ხართ. ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება თქვენ გვერდით დგას. ვგმობთ ანტიკონსტიტუციურ თავდასხმებს თქვენ მიმართ და ვიზიარებთ, რომ თქვენი ბრძოლა ემსახურება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისაც საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული მომავლის სჯერა",- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც16 აგვისტოს სამოქალაქო საზოგადოების 34-მა წარმომადგენელმა გაავრცელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.