ახალი ამბები
ქუთაისის მერია მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის ატრაქციონებს 5 წლით აიჯარებს
FaceBook

ქუთაისის მერია მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ატრაქციონებსა და რამდენიმე მიწის ნაკვეთზე აუქციონს აცხადებს.


აუქციონით გათვალისწინებული პირობების თანახმად, ადგილობრივმა თვითთმმართველობამ წლის განმავლობაში შემოსავლის სახით 10 430 ლარი უნდა მიიღოს.

გასული წლებში აუქციონი ყოველი წლის მაისში ცხადდებოდა და მოიჯარეს ატრაქციონებით სარგებლობა ერთი წლით შეეძლო. მიმდინარე წელს კი გასართობი საშუალებები მართვის უფლებით 5 წლის ვადით გადაიცემა.

საიჯარო ვადის შეცვლა თვითმმართველობის ინიციატივით მოხდა.

ქუთაისის მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსის დავით გოგრიჭიანის თქმით, აუქციონი, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე, წელს პირველად გამოცხადდა.

"ადრე პარკის დირექტორთან იყო შეთანხმებული პირობები და წელს ჩვენ გამოვაცხადეთ", - განაცხადა გოგრიჭიანმა.

მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის ხელმძღვანელი, გიზო თავაძე ამბობს, რომ იჯარის ვადის შეცვლის მიუხედავად, მერიას აუქციონის გამოცხადება მომავალ წელსაც მოუწევს.

"ატრაქციონები სეზონურია და ზამთარში მოიჯარეს შემოსავლის გარეშე უწევს ქირის თანხის გადახდა, ამიტომ ხდებოდა ხოლმე, რომ კომპანიები მერიას ხელშეკრულების შეწყვეტას თხოვდნენ. ვფიქრობ, ახლაც იგივე მოხდება და მერიას მომავალ წელსაც მოუწევს აუქციონის გამოცხადება", - ამბობს გიზო თავაძე.

გადაიხდის თუ არა მოიჯარე 5 წლის განმავლობაში ქირის თანხას სეზონური ატრაქციონებისთვის და მოუწევს თუ არა ქუთაისის მერიას ყოველწლიურად აუქციონის გამოცხადება, ამაზე საუბარი არ ისურვა დავით გოგრიჭიანმა.

"თუ ეს დეტალები გაინტერესებთ, წერილობით მოგვმართეთ", - განაცხადა მან.

გიზო თავაძე კი ადასტურებს, რომ აუქციონის პირობები და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები, წელსაც უცვლელი დარჩა.

როგორც გაირკვა, წელს პირველად, ატრაქციონების საექსპლოატაციო ღირებულება თბილისიდან მოწვეულმა ექსპერტებმა შეაფასეს. სწორედ, ამის შემდეგ გამოაცხადა მერიამ აუქციონი პარკის ადმინისტრაციისგან დამოუკიდებლად და შეცვალა ქონების მართვით სარგებლობაში გადაცემის ხანგრძლივობა.

"კარგია, რომ ახლა უკვე ყველა ქონება აღრიცხულია", - ამბობს გიზო თავაძე.

აუქციონის პირობების თანახმად, მოიჯარემ ატრაქციონებისა და სხვა გასართობი საშუალებებისთვის წლის განმავლობაში სხვადასხვა რაოდენობის თანხა უნდა გადაიხადოს. ყველაზე მაღალ წლიურ ფასს, 3500ლარს ქუთაისის მერია "ავტოდრომისთვის" აწესებს.

გარდა პარკში არსებული გასართობი საშუალებებისა, წელს მიმდებარე ტერიტორიაზე (30 კვმ.) "ბატუტი" უნდა განთავსდეს.

ქუთაისის მერიამ აუქციონი 2016 წლის 31 მაისს გამოაცხადა. ელექტრონულად წინადადებების მიღება 15 ივნისს დასრულდება.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.