ახალი ამბები
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ახალ შენობაში გადადის
FaceBook

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ფუნქციონირებას წერეთლის ქუჩა #21 - ში გააგრძელებს.



ორსართულიან შენობაში ჯერ სოციალური სააგენტოს სუბსიდიების რეგიონალური ორგანიზაცია, შემდეგ კი დასაქმების ცენტრი იყო განთავსებული.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ობიექტი ამ დროისთვის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ის ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დროებით სარგებლობაში გადაეცა.

შენობა რეაბილიტაციას საჭიროებს.

"რეაბილიტაციისთვის თანხა უნდა გამოიყოს განათლების სამინისტროდან, ასე რომ, ჯერ ზუსტი თარიღი არ ვიცით თუ როდის გადავალთ,"- ამბობს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ბადრი ვაშაკიძე.

საქართველოს განათლების სამინისტოში განმარტავენ, რომ შენობის რეაბილიტაციის პროექტი მზადაა და ტენდერი უახლოეს ვადებში გამოცხადდება.

ვიდრე ქუთაისის საგანმანათლებლო რესურცენტრს ახალი ოფისი ექნება, დაწესებულების თანამშრომლები მუშაობას მეორე საჯარო სკოლის ერთ-ერთ დამხმარე შენობაში გააგრძელებენ.


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ
დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს
თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.
16:49 / 10.09.2026

„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი
საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და
მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ
არის.
14:16 / 07.09.2026
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ არის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.