ახალი ამბები
რუსთაველის ქუჩაზე დაზიანებული წყალგაყვანილობის მილი შეაკეთეს
FaceBook
მწყობრიდან გამოსული წყლის მილის გამო, რუსთაველის ქუჩაზე, გზის სავალი ნაწილი დაიტბორა.

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე დაზიანებული წყალგაყვანილობის მილი შეაკეთეს.

მწყობრიდან გამოსული წყლის მილის გამო, ამ ტერიტორიაზე ორი დღის წინ გზის სავალი ნაწილი დაიტბორა.

რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებლებმა დახმარების მიზნით "ქუთაისიპოსტს" მიმართეს. ისინი წყლის მილის დროულ შეკეთებას ითხოვდნენ.

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ქუთაისის ფილიალის წარმომადგენლებმა ქსელი შემთხვევიდან მეორე დღესვე შეაკეთეს.




Print