ახალი ამბები
იეჰოვას მოწმეების ორწლიანი სასამართლო დავა სამლოცველოს აშენებით დასრულდა
FaceBook
თერჯოლაში იეჰოვას მოწმეების სამლოცველო სახლის მშენებლობა დასრულდა.

რელიგიურმა ორგანიზაციამ სამლოცველო სახლის აშენება მას შემდეგ შეძლო, რაც თერჯოლის გამგეობას საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მშენებლობის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი არ დაუკმაყოფილა.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ პროცესი სასამართლოს ყველა ინსტანციაში წააგო, სადაც ის იეჰოვას მოწმეებისთვის მშენებლობის უფლების ჩამორთმევას ისახავდა მიზნად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ თერჯოლის გამგეობას, უკანონო ადმინისტრაციული აქტის გამოცემის გამო, ზარალის ანაზღაურებაც დააკისრა და 2000 ლარით დააჯარიმა.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში რელიგიური ორგანიზაციის მიერ  სამლოცველო სახლის მშენებლობის წინააღმდეგი იყვნენ თერჯოლის მცხოვრებლები. მათი აზრით, შენობა ქალაქის ცენტრში არ უნდა აშენებულიყო.

"სადმე გარეუბანში ააშენონ თავიანთი სამლოცველო სახლი", - აცხადებდნენ თერჯოლელები.

თუმცა, როგორც თერჯოლის გამგეობაში განმარტავენ, თვითმმართველობა და მოსახლეობაც დაემორჩილა სასამართლოს გადაწყვეტილებას და იეჰოვას მოწმეებმა მშენებლობის დასრულება შეძლეს.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის
წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე
თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
17:11 / 01.05.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე
აქციის დარბევას ეხმაურება.
13:27 / 01.05.2024
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევას ეხმაურება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.