ახალი ამბები
ხმაურიანი ფეისბუქ სტატუსიდან შვებულებაში - "ბოდიში მოვიხადე"
FaceBook
ინფორმაცია მირანდა კუპრავას პოსტის შესაძლო დატოვების შესახებ უკავშირდება კულტურის განყოფილების ხელმძღვანელის სტატუსს სოციალურ ქსელ "ფესიბუკზე".



ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი მირანდა კუპრავა რამდენიმე დღეა სამსახურებრივ მოვალეობას აღარ ასრულებს. კუპრავა აცხადებს, რომ კუთვნილ შვებულებაში იმყოფება და ივნისის ბოლოს დაუბრუნდება დაკავებულ თანამდებობას.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მირანდა კუპრავას საშვებულებო პერიოდის დასრულებას სამსახურის დაკარგვა მოჰყვება. თუმცა, კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი დაკავებული პოსტიდან შესაძლო გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციას არ ადასტურებს.

"მირანდა კუპრავა იმყოფება კუთვნილ შვებულებაში, რომელიც 30 ივნისს დასრულდება", - აღნიშნავენ მერიის კულტურის სამსახურში.

ინფორმაცია მირანდა კუპრავას პოსტის შესაძლო დატოვების შესახებ მის სტატუსს უკავშირდება სოციალურ ქსელ "ფესიბუქზე", სადაც ის ორ ღონისძიებას - ძაღლების საერთაშორისო ფესტივალსა და კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილის შემოქმედებით საღამოს შორის არჩევანის გაკეთებას სთავაზობდა საზოგადოებას.

"ქუთათურებო, ძაღლების საერთაშორისო გამოფენა თუ მარიკა კვალიაშვილის საღამო? არჩევანი თქვენზეა," - წერდა კუპრავა.

აღნიშნულ სტატუსს "ფეისბუქზე" ფართო გამოხმაურება მოყვა. საზოგადოების ნაწილმა ეს შედარება მარიკა კვალიაშვილის შეურაცხყოფად ჩათვალა.

"არავის შეურაცხყოფა არ მიფიქრია. საერთოდ არ მეგონა ჩემს მიერ შემოთავაზებულ არჩევანს ვინმე შეურაცხყოფად თუ მიიღებდა. ბოდიში მოვიხადე ამ სტატუსის გამო. თუმცა, მიზანს მხოლოდ ის წარმოადგენდა, რომ ინტერესი გაგვერკვია. გვქონდა ორი ღონისძიება და მათ შორის არჩევანი უნდა გაგვეკეთებინა. საზოგადოება რომელსაც უფრო მნიშვნელოვნად და საინტერესოდ ჩათვლიდა იმას მივაკუთვნებდით უპირატესობას", - აღნიშნა მირანდა კუპრავამ.



კულტურის განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, ის ამჟამად ორ პროექტზე მუშაობს, რომელიც წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში არსებულ მუხნარის
ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი
12:11 / 20.08.2025
ქუთაისში არსებულ მუხნარის ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი"-ს ორგანიზებისთვის ქუთაისის მერია ტენდერს ( NAT250015047) აცხადებს.


შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 58`000 ლარია.

ფესტივალი გაიმართება 13-14 სექტემბერს.

ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად ფესტივალზე წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი მუსიკალური ჟანრები:

Ibiza House Classics
Trance Anthems 
Dance & Disco Classics
დამატებით დასაშვებია: Deep House და Chillout Grooves



ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით კონცერტების ხანგრძლივობა თითოეულ დღეს არანაკლებ 180 წუთი.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის
სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი
მოქალაქე.
15:44 / 19.08.2025
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.