ახალი ამბები
ინკლუზია შეზღუდული შესაძლებლობებით
FaceBook
"სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა" ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობის შესახებ 70 გვერდიანი ანგარიში წარმოადგინა.


საქართველოს მთავრობა "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას" 2013 წლიდან ახორციელებს. ინკლუზიური სწავლების რეფორმა კი სახელმწიფოში 2006 წლიდან დაიწყო.

"სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის" წარმომადგენელთა განმარტებით, შშმ პირებისთვის სრულფასოვანი საგანათლებლო გარემოს შექმნის მცდელობიდან 10 წლის შემდეგ, განათლების სფეროში თითქმის იგივე პრობლემებია, რაც რეფორმამდე.

ორგანიზაციის ვრცელი ანგარიში ინკლუზიური განათლების სფეროში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს და მათი აღმოფხვრის გზებზე საუბრობს.

"გასულ წლებთან შედარებით პროგრესი თვალსაჩინოა, მაგრამ ჩვენ დღესაც ვაწყდებით ისეთ პრობლემებს, რომელიც ხელს უშლის განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო გარემოს შექმნას. ეს ხდება იმიტომ, რომ სახელმწიფოს რეალურად არ აინტერესებს პრობლემის იდენტიფიცირება და მიდგომა არის ზოგადი", -მიიჩნევს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის" განათლების პროგრამების მენეჯერი, თამარ მოსიაშვილი.

მისივე თქმით, სახელმწიფო აფინანსებს სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა განათლებას, მაგრამ არ ინტერესდება რა ტიპის შეზღუდვა აქვს კონკრეტულ ბენეფიციარს.

"მაგალითად, სკოლებს კანონი ავალდებულებს დაუბრკოლებლად მიიღოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მაგრამ არ ზრუნავს ტექნიკურ პერსონალზე, რომელიც უნდა დაეხმაროს ასეთ მოსწავლეს. მსგავს შემთხვევაში, მშობელი იძულებლია ან უარი თქვას ბავშვის განათლებაზე, ან თავად დაიქირაოს დამხმარე სკოლაში, რაც თავის მხრივ ფინანსებთან არის დაკავშირებული", - ამბობს თამარ მოსიაშვილი.

ანგარიშში მთვარი აქცენტი, სწორედ კანონის ფორმალურ მხარეზეა გაკეთებული, რომელიც ხელს უშლის საგანმანათლებლო გარემოს მორგებას ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად.

"სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის" 70 გვერდიანი ანგარიში, შენიშვნებითა და რეკომენდაციებით, "გაეროს" შესაბამის უწყებას, საქართველოს სახალხო დამცველსა და საქართველოს პრემიერ- მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს გადაეგზავნება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2026 წლიდან ზოგიერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ჯარიმების
ოდენობა გაიზრდება.
15:49 / 19.11.2025
2026 წლიდან ზოგიერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ჯარიმების ოდენობა გაიზრდება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დასავლეთ საქართველოს
საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, დიდი ოდენობით სახელმწიფო
სახსრების თაღლითურად დაუფლების, თაღლითობაში დახმარებისა და ყალბი
ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ოთხი პირი
დააკავეს.
14:21 / 19.11.2025
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების თაღლითურად დაუფლების, თაღლითობაში დახმარებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ოთხი პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.