ახალი ამბები
10 ქვეყნის წარმომადგენელთა ვიზიტი "წყალმომარაგების კომპანიის" ქუთაისის სერვისცენტრში
FaceBook
კომპანიების წარმომადგენლები, ქუთაისის სერვისცენტრს როგორც საუკეთესო პრაქტიკის მაგალითს ეწვივნენ.

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ქუთაისის სერვისცენტრს 10 ქვეყნის (ავღანეთი, სომხეთი,აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი,პაკისტანი,თურქმენეთი, უზბეკეთი) 40-მდე წარმომადგენელი ეწვია.

"აზიის განვითარების ბანკის" ორგანიზებით, უსაფრთხოების სისტემების საერთაშორისო სემინარის ფარგლებში, სტუმრები წყალმომამრაგების კომპანიაში მიმდინარე პროექტებს გაეცნენ. დელეგაციის წევრებმა  წყლის ახალი რეზერვუარი და სატუმბი სადგური დაათვალიერეს.

უცხოური კომპანიების წარმომადგენლები, ქუთაისის სერვისცენტრს, როგორც საუკეთესო პრაქტიკის მაგალითს ეწვივნენ.

"ქუთაისი შევარჩიეთ, როგორც საუკეთესო პრაქტიკის მაგალითი. გვინდა სხვებსაც ვაჩვენოთ როგორი სტანარტებია დანერგილი აქ. ვიზიტის მიზანია, წევრმა ქვეყნებმა პრაქტიკაში გამოიყენონ ქუთაისის მიღწევები"-განაცხადა "აზიის განვითარების ბანკის" წარმომადგენელმა, ინდირა სიმბოლონმა.

"მოხარულები ვართ, რომ "აზიის განვითარების ბანკმა" თავისი დაფინანსების ქვეშ მყოფ 36 ქვეყანას  შორის ჩვენ შეგვარჩია, როგორც სამაგალითო. მათი დახმარებით ეფექტური და საინტერესო პროექტებს ვახორციელებთ   ქუთაისში",-განაცხადა "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორმა გიორგი კობერიძემ.

მიმდინარე წლის ნოემბერში, მანილაში გამართულ ცენტრალურ ვორქშოპზე, ქუთაისის სერვისცენტრი წარმოდგენილი იქნება, როგორც საუკეთესო პროექტის ავტორი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.