ახალი ამბები
ქუთაისის მერმა პროკურატურას მიმართა
FaceBook
ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ პროკურატურას მიმართა. აღნიშნულის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მურღულია პროკურატურას ქალაქი წლების წინ მიწების უკანონოდ გასხვისების გამოძიებას სთხოვს.
საუბარია ქალაქში ტროტუარებისა და სკვერების უკანონო გაიჯარება–გასხვისებაზე. ასევე, 2007 წელს შპს "იბერიის ვარსკვლავისთვის" ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ნაკვეთის ერთპიროვნული წესით გაიჯარებაზე. ამ უკანასკნელთან ხელშეკრულება ქალაქის მერმა რამდენიმე დღის წინ გაწყვიტა, რის მიზეზადაც შოთა მურღულიამ მოიჯარის მხრიდან იჯარის თანხის გადაუხდელობა დაასახელა.
"ერთი ამბავი ის, რომ კაპიკებად აქვთ გადაცემული საუკეთესო მიწები და მეორეც, იჯარას წლების განმავლობაში არ იხდიდნენ. ვიდრე შპს "იბერიის ვარსკვლავს" ხელშეკრულებას გავუწყვეტდით, მივმართეთ გადაეხადა 22 000 ლარი, რომელიც მას გასული წლის მანძილზე იჯარით ქონდა დაკისრებული. თუმცა, მხოლოდ მიზერული თანხა, 7000 ლარი გადაიხადა. თითქოსდა, ეს რამეს წყვეტდა. ამიტომაც, ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება მასთან ხელშეკრულება გაგვეწყვიტა და საქმე პროკურატურისთვის გადაგვეცა," – განაცხადა შოთა მურღულიამ.
მისი თქმით, გარდა იჯარით განსაზღვრული თანხისა, მოიჯარეს 2007 წელს ქუთაისის მერიასა და აღნიშნულ ორგანიზაციას შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულებით დაკისრებული ქონდა ქალაქისთვის ერთი ერთეული დასუფთავების მანქანა გადაეცა და 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განეხორცილებინა. მოგვიანებით, 2010 წელს კი ქუთაისის მერიამ, აღნიშნული ვალდებულებები მოუხსნა, რაც შოთა მურღულიას განმარტებით კანონდარღვევაა, რადგან ქონების განკარგვის შესახებ კანონის თანახმად, ადგილობრივ თვითმმართველობას შეუძლია მოიჯარეს მოუხსნას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, თუმცა ეს ფინანსურ და საინვესტიციო ვალდებულებებს არ ეხება.
"ბიზნეს განვითარებაში ყველას ხელს შევუწყობთ, თუმცა კანონს არ დავარღვევ, უკანონოდ გაცემულ და შეუსრულებელ ვალდებულებებზე მოიჯარეს თავზე ხელს ვერ გადავუსვამ. ამის გარდა, აქ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული, რომელსაც საგამოძიებო სტრუქტურა დაადგენს. ქუთაისელებს დავპირდი, რომ ამგვარ საკითხებს გამოვიძიებდი და არასოდეს მოხდება ჩემი მმართველობის პერიოდში, ანალოგიურად, მიწებისა თუ ობიეტების გასხვისება–გაიჯარება," – განაცხადა შოთა მურღულიამ.
შპს "იბერიის ვარსკვლავის" მფლობელი დავით კოსტავაა, რომელიც იმერეთის ყოფილ ვიცე–გუბერნატორთან, გოჩა თევდორაძესთან დაახლოებული პირია.
თეკლე მორგოშია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
325 789 700 ლარი გრანტის მოცულობაა, რომლითაც საქართველოს 2023 წლის
ბიუჯეტი შეივსო.  ინფორმაციას ამის შესახებ აუდიტის
სამსახური ავრცელებს.
13:54 / 08.05.2024
325 789 700 ლარი გრანტის მოცულობაა, რომლითაც საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტი შეივსო.  ინფორმაციას ამის შესახებ აუდიტის სამსახური ავრცელებს.
13:27 / 08.05.2024

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ''ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ".

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.