ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ კერძო სასწავლებლების და სამედიცინო დაწესებულების აღწერა დაასრულა
FaceBook
ქალაქში სულ 100-მდე სამედიცინო და 28 კერძო საგანმანათლებო ობიექტია.

ქუთაისის მერიამ ქალაქში არსებული სამედიცინო და განათლების სფეროს აღწერა დაასრულა.

კვლევა მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის წარმოამდგენლებმა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყეს და ის ამ დრომდე მიმდინარეობდა.

როგორც მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი, პაატა კლდიაშვილი განმარტავს, საბოლოო შედეგები მომავალ კვირას გახდება ცნობილი. მანამდე კი ქუთაისიპოსტთან საუბარში მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ ქალაქში სულ 100-მდე სამედიცინო და 28 კერძო საგანმანათლებო ობიექტია.

კვლევა ორ ეტაპად მიმდინარეობდა, პირველი - ობიექტების აღწერას, ხოლო მეორე ეტაპი მის დამუშავებას მოიცავდა.

პაატა კლდიაშვილის განმარტებით, აღწერა ხელს შეუწყობს ბიზნესობიექტებს სამედიცინო და განათლების სფეროში ჯერ პრობლემების გაცნობას, შემდეგ კი მათ მოგვარებას.

"ჩვენი მიზანი არის გამოვიკვლიოთ ქალაქში ბიზნესის მდგომარეობა, მათ შორის ჯანდაცვის და განათლების სფეროში, რომ გავიგოთ თუ სად რა პრობლემა არის", - ამბობს პაატა კლდიაშვილი.

მისი განმარტებით, ეკონომიკის სამსახურს სხვადასხვა სფეროში აქვს ანალოგიური აღწერა დაგეგმილი.

ქუთაისის მერიამ ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, გასულ წელს 300 საწარმო და 3 279 ბიზნესსუბიექტი გამოკითხა.

იმ დროისთვის ბიზნესობიექტების წარმომადგენლები მერიის ინიციატივას იწუნებდნენ.





Print