ახალი ამბები
"თავისუფალი ზონის" წევრები კორცხელის ინცინდენტის ორგანიზატორების დასჯას მოითხოვენ
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ცემის ფაქტზე ამ დრომდე დაკავებული არავინაა.

ქუთაისში "თავისუფალი ზონის" წევრები ზუგდიდში, შუალედური არჩევნების დროს მომხდარი დაპირისპირების გამოძიებას მოითხოვენ.

მათივე განცხადებით, ასევე უნდა დაისაჯონ ის პირები, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა ცემა დაგეგმა.

"მაშინ, როცა ჩვენ დავით ლორთქიფანიძის პიჯაკის გახევის გამო ხულიგნობისთვის დაგვაპატიმრეს, სახელმწიფოს არ აქვს უფლება, ამ შემთხვევაში მხოლოდ ცემის ფაქტზე აღძრას საქმე. ეს არის შერჩევითი სამართალი, რაც უნდა დასრულდეს", - ამბობს "თავისუფალი ზონის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი, ნიკა ნარსია.

მიმდინარე წლის 22 მაისს ზუგდიდში, შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას, კორცხელის საარჩევნო უბანთან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები გიგა ბოკერია და ნიკა მელია სცემეს.

დაპირისპირებაში მონაწილე პირები ამ დრომდე დაკავებული არ არიან.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო
სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ
სამუშაოებს ასახელებს.
14:19 / 30.10.2026

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ
ქალაქში ვანდალიზმის შემთხვევების გახშირების გამო მუნიციპალიტეტი
მთელ ქალაქს სათვალთვალო კამერებით ვერ აღჭურვავს.
13:34 / 30.10.2026
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ქალაქში ვანდალიზმის შემთხვევების გახშირების გამო მუნიციპალიტეტი მთელ ქალაქს სათვალთვალო კამერებით ვერ აღჭურვავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.