ახალი ამბები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ხმათა უმრავლესობა "ქართული ოცნების" კანდიდატმა მიიღო
FaceBook
მურად ზაქარიაძემ  1245 ხმა (64.31%) მიიღო.


წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნების შედეგად ხმათა უმრავლესობა "ქართული ოცნების" კანდიდატს ერგო.

წყალტუბოს 58-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი ნიჟარაძის განმარტებით, მურად ზაქარიაძემ 1045 ხმა (64% მიიღო). საერთო ჯამში კი,

1949 ამომრჩევლის ხმა ერგო.
ხმები ასე გადანაწილდა: "ნაციონალური მოძრაობა" - ბუხუტი ფირცხალავა 598 (30.89%), "თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატმა ვანო როყვამ კი მხოლოდ 93 ხმა (4,8%) მიიღო.

ნიჟარაძის განმარტებით, ხმების დათვლის პროცესში არცერთი საჩივარი არ დაწერილა. სამაგიეროხ, კენჭისწრის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებიდან" და "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებლების მიერ ოთხი საჩივარი დაიწერა.

"არცერთი საჩივარი არ არის ისეთი რომ შედეგებს შეცვლის ან გააბათილებს.მათი განხილვა ხვალ დაიწყება", - ამბობს გიორგი ნიჟარაძე.


დღეს წყალტუბოს სამ სოფელში ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდნენ.

წყალტუბის თემში 3481 ამომრჩევლიდან არჩევანი 1949–მა დააფიქსირა, რაც საერთო რაოდენობის 56%-ია.

წყალტუბოს საკრებულოს ყოფილ წევრს, ილია აფხაძეს, რომელმაც წყალტუბოს თემის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად მიიღო, ავადმყოფობის გამო, 2015 წლის 9 ოქტომბრიდან უფლებამოსილება, ვადაზე ადრე შეუწყდა. მოგვიანებით კი, გარდაიცვალა.

წყალტუბოს საკრებულოს ყოფილ წევრს, ილია აფხაძეს, რომელმაც წყალტუბოს თემის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად მიიღო, ავადმყოფობის გამო, 2015 წლის 9 ოქტომბრიდან უფლებამოსილება, ვადაზე ადრე შეუწყდა. მოგვიანებით კი, გარდაიცვალა.

სოფელ წყალტუბოს თემის გარდა, 22 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოების შუალედური არჩევნები თბილისის (გლდანი), გარდაბნის (კალინინო და ყარაჯალარ­ის თემები); კასპის (მეტეხის თემი); ქალაქ ოზურგეთის და ოზურგეთის (დაბა ნასაკირალის თემი), ხობის (ყულევის თემი) და ზუგდიდის (კორცხელის თემი) მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მიმდინარეობს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.