ახალი ამბები
სამი დღის მანძილზე მდინარე რიონში წყლის დონე დაიწევს
FaceBook
მიმდინარე წლის 21 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით მდინარე რიონში წყლის დონე დაიწევს და ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება.

ამ ინფორმაციას სს "ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს. კომპანია სამი დღის მანძილზე გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის წყალსაცავებზე გეგმიური გარეცხვის სამუშაოებს ჩაატარებს.

ასევე, მოხდება წყალსაცავებზე მდინარის მიერ ჩამოტანალი ნაგვის გატანა-გაწმენდა.

ამავე პერიოდში, "გუმათი-1", "გუმათი-2" და "რიონის" ჰიდროელექტრო სადგურები გაჩერდება.

გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის წყალსაცავების გეგმიური გარეცხვის მიზანი მათი სასარგებლო მოცულობის შენარჩუნება.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, სამუშაოები ყველა უსაფრთხო ნორმის დაცვით განხორციელდება, რაც შეთანხმებულია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან.

Print