ახალი ამბები
მე-12 კლასელთა საატესტაციო გამოცდები ხვალიდან იწყება
FaceBook
ქუთაისის საჯარო სკოლებში ტესტირების მიმდინარეობას თბილისიდან ჩამოსული სპეციალური ჯგუფი დააკვირდება.

დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები გამოსაშვებ გამოცდებს ხვალ 21 მაისს, დილის 9 საათიდან ჩაბარებენ.

ტესტირება საჯარო სკოლებში ხუთი დღის მანძილზე გაიმართება და მე-12 კლასელებს 9 საგანის ჩაბარება მოუწევთ.

საატესაციო გამოცდები 21 მაისს ქართული ენა-ლიტერატურასა და გეოგრაფიაში, 22 მაისს უცხო ენებსა და ბიოლოგიაში, 23 მაისს ისტორიასა და ფიზიკაში, 25 მაისს მატემატიკაში, ხოლო 25 მაისს ქიმიაში ჩატარდება.

ქუთაისის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ბადრი ვაშაკიძეს ინფორმაციით, ხვალ ქუთაისის საჯარო სკოლებში ტესტირების მიმდინარეობას თბილისიდან ჩამოსული სპეციალური ჯგუფი დააკვირდება.

ხვალამდე მოსწავლეებს მოსამზადებელი ე.წ. პრეტესტი დღეს 13:00 საათზე ჩაუტარდებათ.

ქუთაისში სულ 38 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც სასწავლო პროცესი დღეს შეწყდა.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
10:30 / 22.01.2026
"გრიპთან მიმართებით, წინა წლებთან შედარებით, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ყველა მაჩვენებელი ნორმაშია",- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, შსს-ს
თანამშრომლის, თავდაცვის სამინისტროს ქვეითი ბრიგადის სერჟანტის და
მათი თანმხლები პირების მიერ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის
ფაქტზე, პროკურატურამ ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.
21:57 / 21.01.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, შსს-ს თანამშრომლის, თავდაცვის სამინისტროს ქვეითი ბრიგადის სერჟანტის და მათი თანმხლები პირების მიერ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, პროკურატურამ ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.