ახალი ამბები
გიორგი მარგველაშვილი - პროფესორი უნდა გვყავდეს კარგ ფორმაში
FaceBook
გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ უფასო ფაკულტეტების დაფინასების პროგრამა უნდა გაგრძელდეს.


საქართველოს პრეზიდენტმა, ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარებაზე და პროფესორ - მასწავლებლების საჭირობებზე ისაუბრა.

"რაც არ უნდა კარგი პროფესურა გყავდეს, თუ არ განახორციელე მათში ინვესტიცია და არ მიეცი შესაძლებლობა დაისვენოს 1 წელიწადი, ან წიგნი დაწეროს, ან სამეცნიერო კვლევით კონფერენციაზე ჩაატაროს, ეს ადამიანი კარგავს კვალიფიკაციას. ძირითადი "წარმოების" საშუალება არის პროფესორი და ის უნდა გვყავდეს კარგ ფორმაში და კმაყოფილი. ეს უფრო მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, ვიდრე სტუდენტების დაფინანსების საკითხი," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრის დროს.

ქვეყნის პირველმა პირმა, ასევე, სახელმწიფოს მხრიდან საუნივერსიტეტო განათლების სფეროში მეტი რესურსის ჩადების აუცილებლობაზე ისაუბრა.

"როგორც ყოფილი რექტორი, მე დავიწყებდი კონცენტრაციას ერთეულ მიმართულებებზე. უნივერსიტეტების თავიდან ბოლომდე უცებ წამოწევა ძალიან რთულია. კონკურენტული უპირატესობა ყოველთვის აქვს ხოლმე ამა თუ იმ სასწავლებელს და სწორედ ამ უპირატესობით დავიწყებდი ინვესტირებას და ამა თუ იმ მიმართულებას წამოვწევდი," - განმარტა მარგველაშვილმა.

წარმატებული უნივერსიტეტის მაგალითად პრეზიდენტმა ჰარვარდის უნივერსიტეტი მოიყვანა.

"რეალურად, რასაც ყიდის ჰარვარდი, ეს არის იურიდული სკოლა, რომელიც არის ჰარვარდის ბრენდი. სწორედ, ასე ხდება კონკრეტული წარმატებების ილუსტრირება და წინ წამოწევა. მე ამას გავაკეთებდი, როგორც რექტორი," - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი.

მან ასევე აღნიშნა, რომ უფასო ფაკულტეტების დაფინასების პროგრამა უნივერსიტეტში უნდა გაგრძელდეს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.