ახალი ამბები
პერსპექტივა ქალაქს უნდა ჰქონდეს მეტი, ვიდრე პარლამენტის არსებობაა - პრეზიდენტი ქუთაისზე
საქართველოს პრეზიდეტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

ქვეყნის პირველმა პირმა სტუდენტებს საკუთარი ხედვები ქუთაისის როგორც, საპარლამენტო ქალაქის განვითარების შესახებ გააცნო. მისი თქმით, ქუთაისს უნდა ჰქონდეს ეკონომიკური და ბიზნეს დატვირთვა.

"ქალაქს უნდა ჰქონდეს შემოსავალი, მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს არსებობა საკმარისი არ არის, რადგან ასეთი ტიპის ეკონომიკური კეთილდღეობა მცირე ლოგიკის შემოსავლად მიმაჩნია," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ქალაქის განვითარების მისეულ ხედვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქუთაისს საუნივერსიტეტო სტატუსი უნდა ჰქონდეს.

საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, გუშინ გიორგი მარგველაშვილმა კადეტთა ლიცეუმი მოინახულა.

ის, ასევე დაესწრო დავით კაკაბაძის სახელმწიფო გალერეაში, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "ქარავან არტ ფორუმი 2016"-ის ფარგლებში მიმდინარე გამოფენას და ქუთაისის რეაბილიტირებულ უბანში ფეხით გაისეირნა.

ვიზიტის მეორე დღეს გიორგი მარგველაშვილმა სამეფო კომპლექს "ოქროს ჩარდახში" ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით გამართული გამოფენა დაათვალიერა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.