ახალი ამბები
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ცესკოს 13-მა პარტიამ მიმართა
FaceBook
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ორი პოლიტიკური პარტია უკვე დაარეგისტრირა.

რეგისტრაციის შედეგად "სახალხო ხელისუფლება" და "სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე" არჩევნებში მონაწილეობის ოფიციალური უფლება მოიპოვეს.  

მათ გარდა, რეგისტრაციის მიზნით ცესკოს განცხადებით მიმართა 11-მა პოლიტიკურმა პარტიამ.

"ისინი ამ ეტაპზე რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურებს გადიან, რაც მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებას, წარმოდგენასა და შესაბამისი დოკუმენტების შემოწმების ეტაპებს მოიცავს," - აცხადებენ ცესკოში.

დარეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიენებებს რიგითი ნომერი წილისყრით მიენიჭებათ, გარდა იმ ორგანიზაციებისა, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას, პროპორციული სისტემით პირველი სამი ადგილი მოიპოვეს. მათ უფლება აქვთ დაიტოვონ წინა საპარლამენტო არჩევნებისთვის მიკუთვნებული რიგითი ნომერი ან აირჩიონ არჩევნებში დაკავებული ადგილის შესაბამისი რიგითი ნომერი, რის შესახებაც უნდა აღნიშნონ რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადში.

ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პოლიტიკურ პარტიებს დროულად განახორციელონ რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურები.

საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. 




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.