ახალი ამბები
საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებით ქუთაისში გამოფენა მოეწყო
FaceBook
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამოფენა გაიხსნა.

გამოფენა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ იმართება, სადაც წარმოდგენილია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური მასალები.

"სხვადასხვა ფოტო და დოკუმენტურ მასალასთან ერთად გამოფენილი გვაქვს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, თამარ მეფის ორდენი, ასევე პოლიტიკოსების პირადი კოლექციები და ის მასალები, რომელიც 26 მაისთან დაკავშირებით პრესაში დაბეჭდილა," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელმა, ნატო ჩადუნელმა.

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით გახსნილ გამოფენაზე დამთვალიერებლებს მისვლა დღეს საღამოს 17 საათამდე შეეძლებათ.




Print