ახალი ამბები
ქუთაისში ბოლო ერთი კვირაა ჯართის ფასმა მოიმატა
FaceBook

"ერთი ტონა ჯართი 100 - 150 ლარი ღირდა"


ქუთაისში  ჯართის ფასმა ბოლო ერთი კვირაა მოიმატა.

ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე არსებულ ჯართის ჩამბარებელ პუნქტში აცხადებენ, რომ ერთი ტონა ჯართის ღირებულება საშუალოდ 50 - 100 ლარითაა გაზრდილი და 200 - 250 ლარს შეადგენს.

"ერთი კვირით ადრე ერთი ტონა ჯართის ფასი უფრო დაბალი იყო, ტონა ჯართი 100 - 150 ლარი ღირდა," - ამბობენ ჯართით მოვაჭრეები.

მათივე ინფორმაციით, ჯართის ბიზნესი გაცილებით მომგებიანი მაშინ გახდება, თუ ნედლეულის ექსპორტი იქნება შესაძლებელი.

"ექსპორტი ნედლეულის ფასზე დადებითად იმოქმედებს," - განმარტავენ ჯართის ჩამბარებელ პუნქტებში.

ჯართით მოვაჭრეების ინფორმაცით, ნედლეულის ფასი განსაკუთრებით მაღალი ოთხი წლის წინ იყო და ჯართის შეგროვება მომგებიან ბიზნესად ითვლებოდა. იმ დროისათვის ერთი ტონა ჯართის ფასი 400 ლარი გახლდათ.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ
უფლებამოსილებებს საჯარო რეესტრის ნაცვლად, სახელმწიფო აუდიტის
სამსახური განახორციელებს.
16:51 / 09.03.2026
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საჯარო რეესტრის ნაცვლად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ადამიანის
უფლებათა ევროპულ სასამართლოს მზია ამაღლობელის სახელით კიდევ ერთი,
მესამე საჩივარი წარუდგინა.
11:53 / 09.03.2026

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მზია ამაღლობელის სახელით კიდევ ერთი, მესამე საჩივარი წარუდგინა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.