ახალი ამბები
მოქალაქეებმა ჯარიმები არ უნდა გადაიხადონ - რა ბრალდებას უყენებენ პარკინგსერვისს
FaceBook
"მოქალაქეების ჯიბით სარგებლობენ"


პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ, აგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ "პარკინგსერვისის" საჯარიმო ქვითარი დაწვა.

წულაია "პარკინგსერვისს" ქვითრების არასამართლებრივი გზით გავრცელებასა და მოქალაქეების არაკანონიერად დაჯარიმებაში ადანაშაულებს.

"მოვუწოდებ მოქალაქეებს, როცა ავტომობილის საქარე მინაზე "პარკინგსერვისის" საჯარიმო ქვითარი დახვდებათ მოუკიდონ ცეცხლი და დაწვან, რადგან დაჯარიმების ასეთი ფორმა არაკანონიერია," - ირწმუნება გოგი  წულაია.

წულაიას მტკიცებით, "პარკინგსერვისს" საჯარიმო ქვითრის მხოლოდ  ავტომობილის ნომრითა და სერიის მიხედვით ამოწერის იურიდიული უფლება არა აქვს.

"ქვითარი უნდა იყოს იმ ადამიანის სახელზე ამოწერილი, ვინც არის ავტმობილის მფლობელი და ეს ჯარიმა მას სახლში უნდა მიუტანონ, ამ პროცედურამდე   სამართალდამრღვევ პირს არა აქვს ჯარიმის გადახდის ვალდებულება. ანუ "პარკინგსერვისი" ადამიანების გულუბრყვლობით სარგებლობს," - ამბობს გოგი წულაია.

წულაია იმასაც ამბობს, რომ "პარკინგსერვისს" არა აქვს ავტომობილების მეპატრონეების მისამართებზე წვდომა, რის გამოც კომპანია ჯარიმის სახლში მიტანას ვერ უზრუნველყოფს.

"საპატრულოს ბაზებზე არ მიუწვდებათ ხელი, იმიტომ რომ ამ ინფორმაციის მოპოვებისთვის თანხაა გადასახდელი და მათ ფულის გადახდა არ უნდათ, სამაგიეროდ, მოქალაქეების ჯიბით სარგებლობენ," - განმარტავს წულაია. 

წულაიას ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ "პარკინგსერვისის" ადმინისტრაციაში.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ირაკლი სარიშვილი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში აცხადებს, მოქალაქეების დაჯარიმება სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ყველანაირი წესისა და კანონის დაცვით მიმდინარეობს.

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის წევრებმა მიმდინარე წლის მარტში "პარკინგსერვისის" საქმიანობის შეწყვეტის მოთხოვნით ქუთაისში პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართეს.

წულაიმ "პარკინგსერვისი" უკანონო ქმედებაში დაადანაშაულა და კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეიტანა.


"საქარე მინაზე დატოვებული ქვითარი მხოლოდ საინფორმაციო ხასიათისაა და მანქანის მფლობელს ატყობინებს სამართალდარღვევის თაობაზე.
დაჯარიმებული მანქანის მონაცემებს ვაწვდით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ისინი გვიგზავნიან ავტომობილის მფლობელის მისამართს, ამის შემდეგ ეგზავნება ჯარიმა მოქალაქეს ბინაზე," - ამბობს სარიშვილი. 

ქუთაისის მერიამ პარკირების ადგილების ღირებულება გასულ წელს განსაზღვრა. ასევე, გასულ წელსვე, აუქციონების ჩავარდის შემდეგ პარკირებაზე პასუხისმგებლობა მერიის დაქვემდებარებაში არსებულ შპს "პარკინგსერვისს" გადაეცა.

ქუთაისში პარკირების 274 ადგილია. აქედან, 147 საერთო სარგებლობის გახლდათ, ხოლო 77 სპეცადგილი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.