ახალი ამბები
მხოლოდ კაცები არ უნდა წყვეტდნენ ქვეყნის ბედს - შეხვედრა ქუთაისში
FaceBook
"პოლიტიკოსი შეიძლება იყოს ქალი, ისევე, როგორც მამაკაცი."


ქალთა პოლიტიკური აქტივიზმი, გენდერული მდომარეობა პოლიტიკურ პარტიებში და პოლიტიკოსების დამოკიდებულება კვოტირების საკითხთან დაკავშიებით - ეს ის თემებია, რომელიც ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში განიხილეს.

ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციები მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს პოლიტიკური პარტია "გირჩის" წევრებმა გააცნეს.

ახალი პოლიტიკური ცენტრის წარმომადგენლის, ნინო დარსაველიძის თქმით, კვოტირების საკითხის დადებითად გადაწყვეტა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობას გაზრდის.

ქალთა პოლიტიკური აქტივიზმის გაზრდის მომხრეა ქუთაისის მედიაცენტრის დირექტორი, ქეთი ბერძენიშვილი, რომელიც პოლიტიკური პარტიების ქალ წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზატორია.

"მხოლოდ კაცები არ უნდა წყვეტდენ ქვეყნის ბედს, ამომრჩეველმა უნდა გააცნობიეროს, რომ პოლიტიკოსი შეიძლება იყოს ქალი, ისევე, როგორც მამაკაცი," - ამბობს გენდერის მედიაცენტრის დირექტორი, ქეთი ბერძენიშვილი.

"ქუთაისის გენდერის მედიაცენტრი" პროექტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა "ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის და "ქალთა ორგანიზაციის" თავმჯდომარესთან, მაია ხელაძესთან, ასევე პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ნინო დოლიძესთან და "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წარმომადგენელთან, ნატო უგრეხელიძესთან გაიმართა.


პროექტს "ხმა მიეცი თანასწორობას" ახორციელებს "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის" და ქუთაისის გენდერის მედიაცენტრი, USAID-ისა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის IFES -ის მხარდაჭერით.

საქართველოს პარლამენტში, 150 დეპუტატიდან მხოლოდ 18 არის ქალი. ამ მონაცემებით, საქართველო მსოფლიოს 185 ქვეყანას შორის 115-ე ადგილზეა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით
დასრულდება.
09:37 / 26.07.2024
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები იგივე
18:14 / 25.07.2024
ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები იგივე "Pაris 24",  26 ივლისს გაიხსნება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.