ახალი ამბები
"ცისფერყანწელების ქალაქი" - 3 დოკუმენტური ფილმის შექმნისთვის ქუთაისის მერია ტენდერს აცხადებს
FaceBook
ფილმის სცენარი და რეჟისურა "შემსყიდველთან" ანუ ქუთაისის მერიასთან უნდა შეთანხმდეს.


"ცისფერყანწელების ქალაქი" - ამ სახელწოდების სამი დოკუმენტური ფილმის შექმნისთვის ქუთაისის მერია 6000 ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს.

სატენდერო დიკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ ფილმების ხანგრძლივობა 25-35 წთ უნდა იყოს. პირველ ფილმში ავტორმა უნდა აჩვენოს მე-20 საუკუნის დასაწყისში ქუთაისის კულტურული ცხოვრება და ცისფერყანწელების როლი ქალაქის განვითარებაში.

მეორე დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენები უნდა იყოს პაოლო იაშვილის ბიოგრაფია, მისი ორი სახლ-მუზეუმი, ურთიერთობა დანარჩენ ცისფერყანწელებთან, ორდენისა და მწერალთა კავშირის ჩამოყალიბება.

მესამე ფილმი კი უნდა ასახავდეს ტიციან ტაბიძის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას, ურთიერთობას გალაქტიონთან და ცისფერყანწელებთან.

დოკუმენტაციაში ასევე, მოსხენიებულია, რომ ფილმის სცენარი და რეჟისურა "შემსყიდველთან" ანუ ქუთაისის მერიასთან უნდა შეთანხმდეს.

"ცისფერყანწელების ქალაქი"-ს გადაღებისა და მიწოდების საბოლოო ვადა 2016 წლის 25 სექტემბერია.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის გაყიდვის
შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა.
15:06 / 21.02.2020

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა.



ტყიბულის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ტერიტორიაზე 
სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და პარკის
რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია განხორციელდება.
13:08 / 21.02.2020
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ტერიტორიაზე  სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია განხორციელდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.