ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში "აუდიტორია 115"-ის წევრებთან შეხვედრა გაიმართა
FaceBook
"აუდიტორია 115"-ის წევრებმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს.

მათ ქუთაისელ სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული სიტუაცია, მიმდინარე წლის 7 მარტის საპროტესტო აქციის მთავარი მიზეზები და მოთხოვნები გააცნეს.

როგორც "აუდიტორია 115"- ის წევრები აცხადებენ, მოძრაობა ჯერ კიდევ 2011 წელს შეიქმნა, როცა თსუ-ს სტუდენტები თანამედროვე წიგნების თარგმნის მოთხოვნით გამოვიდნენ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ მათი უნივერსიტეტის პრობლემა არ არის და სახელმწიფოში არსებულ განათლების სისტემაზე საუბრობენ.

სტუდენტებმა, ასევე პრემიერ-მინისტრსა და "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენელთა შორის შეხვედრის დეტალები განიხილეს.

"პრემიერ-მინისტრი დაეთანხმა ჩვენს მოთხოვნებს და ველოდებით მოვლენების განვითარებას. ჯგუფი შექმნილია და იმედია ისე გადაწყდება ყველაფერი, როგორც ჩვენ გვსურს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარკვეულ მოქმედებებს განვახორციელებთ. ველოდებით სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების გვერდით დგომას, რადგან ეს მათაც ეხებათ," - ამბობს მოძრაობა "აუდიტორია 115"-ის წევრი, საბა კოხრეიძე.

"აუდიტორია 115"-ის წევრები მსგავს შეხვედრებს ახალგაზრდებთან სხვადასხვა რეგიონებშიც გეგმავენ.

თეონა წითაძე


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.