ახალი ამბები
მნიშვნელოვანია მოვუფრთხილდეთ მშობლიურ ენას - მოსწავლეთა კონფერენცია წერეთლის უნივერსიტეტში
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ ენაში მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.

ღონისძიების ორგანიზატორი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული ქართული თანამედროვე სალიტერეტურო ენის ნორმების შემსწავლელი წრე გახლდათ.

"განვიხილავთ ქართული ენის საჭირბოროტო საკითხებს და მოვუწოდებთ ყველას დაიცვან ქართული ენა. კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცემათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები,"- განაცხადა ქართული ენის პედაგოგმა, ნარგიზ ჩეჩელაშვილმა

კონფერენციაზე საკუთარი ნაშრომი წარმოადგინა ქუთაისის #41-ე საჯარო სკოლის მოსწავლე გვანცა ცუცხაშვილმა, რომელიც ქართული თანამედროვე სალიტერეტურო ენის ნორმების შემსწავლელი წრის ორგანიზებულ ღონისძიებაში უკვე მესამედ მონაწილეობს.

"ჩემი საკონფერენციო თემა არის "ქართულ ენაში დაშვებული უხეში შეცდომები", რომლის არსებობის შესახებ ბევრმა არ იცის. მნიშვნელოვანია მოვუფრთხილდეთ მშობლიურ ენას, რადგან ჩევნს ნაცვლად ამას სხვა არავინ გააკეთებს," - განაცხადა გვანცა ცუცხაშვილმა.

წერეთლის უნივერსიტეტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია მეხუთედ იმართება. წელს მასში 12 მოსწავლე მონაწილეობდა.

Print