ახალი ამბები
საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაცია წერეთლის უნივერსიტეტში
FaceBook
დამოუკიდებელ სტუდენთა მიერ ორგანიზებული საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა.
პრეზენტაციის ორგანიზატორების თქმით, საინიციატივო ჯუფის მიზანი უმაღლესი განათლების კანონში შესატან ცვლილებებში სტუდენტების მაქსიმალური ჩართვაა.

"მოვითხოვთ ჩავერთოთ საკანონმდებლო ცვლილებების პროცესში. ასევე, მოვუწოდებთ სტუდენტებს აქტიურად მიიღონ მონაწილება ყველა იმ ეტაპში, რაც საინიციატივო ჯგუფს აქვს დაგეგმილი. პირველი ეტაპია სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტება, სადაც შეუძლიათ ჩაერთონ როგორც სტუდენტები, ასევე ლექტორები. მეორე ეტაპი, ამ პროცესში მაღალი ნდობით აღჭურვილი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვაა. შემდგომი ნაბიჯი ეს არის საერთაშორისო პრეცენდენტების გადმოტანა საქართველოს კანონმდებლობაში. ბოლო დასკვნით ეტაპზე კი მომზადებული ცვლილებათა პაკეტი გადაეგზავნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს," - განაცხადა წერეთლის უნივერსიტეტის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბექა ვირსალაძემ.

ორგანიზატორების თქმით, უმაღლესი განათლების კანონში ცვლილება შეიძლება შევიდეს აკადემიური საბჭოს არჩევასა და თვითმმართველობის დაკომპლექტებაში.

"კანონში ცვლილებებით სტრუქტურა არ იცვლება, იცვლება მხოლოდ ფორმა. სახელმწიფო ვალდებულია კანონის ცვლილების დროს აზრი დაეკითხოს ყველას. გვსურს თანამშრომლობა ყველა იმ ადამიანთან, რომელიც ჩართულია ამ კანონში ცვლილებების შეტანის პროცესში," - განაცხადა ბექა ვირსალაძემ.

მისივე თქმით, დამოუკიდებელ სტუდენთა მიერ ორგანიზებული საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაცია წერეთლის უნივერსიტეტის პარალელურად, საქართველოს 25- მდე უმაღლეს სასწავლებელში დღეს ჩატარდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.