ახალი ამბები
სტუმრად ექიმებთან - შეხვედრა წერეთლის უნივერსიტეტში
FaceBook
ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის სამედიცინო ფაკულტეტი პროექტს "სტუმრად ექიმებთან" ახორციელებს.

ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებს ნანა ქარდავა და მაია არჩვაძე შეხვდნენ, რომლებიც სამედიცინო სფეროში მოღვაწეობდნენ, თუმცა ამჟამად მხატვრულ და ლიტერატურულ ნაწარმოებებს ქმნიან.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო მაია არჩვაძის თოჯინების გამოფენა, ხოლო ნინო ქარდავამ სტუდენტებს პროზაული ჩანახატები გააცნო.

"პროექტის დღევანდელ სტუმრებს მხოლოდ ის აერთიანებთ, რომ ისინი არიან სამედიცინო სფეროს ყოფილი წარმომადგენლები, მაგრამ მას შემდეგ, რაც სამედიცინო საქმიანობა მიატოვეს, საკუთარი თავი მხატვრობაში და პროზაში იპოვეს,"- განაცხადა უნივერისტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დეკანმა, ირინა ფხაკაძემ.

ყოფილმა ექიმმა ნინო ქარდავამ წერეთლის უნივერსიტეტში შეკრებილ აუდიტორიისთვის წაიკითხა ნაწყვეტები მისი სცენარიდან "მზე დადევნებული".

"ძირითადად, აფხაზეთის თემატიკაზე ვწერ. მიხარია რომ, დღეს სტუდენტები ჩემი ფიქრის თანაზიარნი გახდნენ,"- განაცხადა ნინო ქარდავამ.

საკუთარი ხელთნაკეთი თოჯინების გამოფენა მოაწყო მაია არჩვაძემ.

"უკვე დიდი ხანია მედიცინას დავანებე თავი და 5 წელია ვარ გალერეაში მხატვარი. ვმუშაობ ძირითადად მინანქარზე, თოჯინების გაკეთება ჩემი ჰობია," - განაცხადა გალერეა "ორნამენტის" მხატვარმა, მაია არჩვაძემ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ
დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს
თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.
16:49 / 10.09.2026

„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი
საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და
მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ
არის.
14:16 / 07.09.2026
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ არის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.